ქართულმა ჯგუფმა, GEO FOLK TOUR-მა როკ–ჯგუფის „ლედ ზეპელინის“ კომპოზიციების Kashmir-ისა და The Immigrant Song-ის ფოლკლორული ვერსია შექმნა.
“ეს კლიპი ეძღვნება რობერტ პლანტს – დიდ მუსიკოსს, ლეგენდარული ვოკალის ვირტუოზს და მის წვლილს “ლედ ზეპელინისა” და მსოფლიო მუსიკაში. კეთილი იყოს თქვენი მობრძანება საქართველოს რესპუბლიკაში” – წერია კლიპის აღწერაში.
Geo Folk Tour 2011 წელს ჩამოყალიბდა. კოლექტივმა შარშან ჯგუფ Aerosmith-ის ჰიტის Dream on ქართული ხალხური ვერსიაც ჩაწერა.
2017 წელს ბენდის წევრებმა მუსიკოს ბერასთან ერთად ცნობილი საშობაო სიმღერების ფოლკლორულ ქავერებზეც იმუშავეს.
კომენტარები
