კულტურა

დღეს მსოფლიო მზის დაბნელებას პირდაპირ ეთერში უყურებს

9news-ის ცნობით, დღეს მსოფლიო მზის დაბნელებას პირდაპირ ეთერში უყურებს.

ჩვენებას ამერიკული კოსმოსური სააგენტო NASA უზრუნველყოფს.

მზის დაბნელების ხილვა ავსტრალიის, ჩრდილოეთ და სამხრეთ ამერიკის, ასევე წყნარის ოკეანის აუზის კუნძულების მოსახლეობას შეეძლებათ.

მზის ნაწილობრივი დაბნელება შუა დღის შემდეგ დაიწყება.

როგორც წესი, მზის დაბნელებისას მთვარე დედამიწასა და მზეს შორის ექცევა, ამის გამო კი ის მზის სინათლეს ხელს უშლის.

ეს მხოლოდ ახალი მთვარეობისას ხდება, როცა მზე და მთვარე ე.წ. სიზიგიაში ეწყობიან.

კომენტარები

კომენტარი