კულტურა შემოქმედებითი ინდუსტრიები

15 გენიალური გამოგონება იაპონიიდან

იაპონია ცნობილია თავისი გამოგონებებით. ზოგიერთი მათგანი დამაბნეველია, ზოგი კი გენიალური. ეს ის ქვეყანაა, რომელიც ყოველთვის აოცებს მსოფლიოს თავისი გენიით.

მსოფლიო უამრავ იაპონურ გამოგონებას იყენებს ყოველდღიურად, მაგრამ იქ მაინც უამრავი გამოგონებაა, რითაც მთელ მსოფლიოს შეუძლია სარგებლობა, მაგრამ რატომღაც ისინი მხოლოდ იაპონიაში გვხვდება.

“არტნიუსი” გთავაზობთ 15 გენიალურ იაპონურ გამოგონებას, რომლებიც მხოლოდ იაპონიაში გვხვდება.

1. მატარებლის საბრუნებელი სკამები

უამრავი ადამიანი ვერ იტანს მგზავრობას. ზოგი უკუღმა ჯდომისას ხდება ცუდად, ზოგი კი პირიქით. იაპონელებმა მარტივი და გენიალური რამ მოიფიქრეს. სკამები, რომლებიც ტრიალდება.

2. ჩაფხუტი გრძელი თმისთვის

ასე ზრუნავს იაპონური ჩაფხუტების მწარმოებელი კომპიანია გრძელთმიან მომხმარებლებზე. როგორც ყოველთვის, მარტივი და გენიალური.

3. ბავშვის დასასმელი ადგილი საზოგადოებრივ საპირფარეშოში

ყველა მშობელი ოცნებობს მსგავს მოწყობილობაზე. თქვენ შეგიძლიათ დასვათ ბავშვი საპირფარეშოში გამოყოფილ სპეციალურ ადგილას, სანამ თქვენს საქმეს მორჩებით.

4. დიაგონალური “ზებრა”

Image result for Diagonal crossings japan

რამდენი ფეხით მოსიარულე ადამიანი ოცნებობს მსგავს გადასასვლელზე? ეს ზოგავს თვენს ენერგიას და დროს.

5. პლანშეტის დამჭერი

იდეალურია რაიმეს საყურებლად, როდესაც არ გიწევთ პლანშეტის ხელში ჭერა.

6. მზის სათვალე ძაღლებისთვის

თავიდან უცნაურად მოგეჩვენებათ, მაგრამ დაფიქრდით, მოსწონთ ძაღლებს კაშკაშა მზე?

7. “უხმო” კარაოკე მიკროფონი

თუ არ გსურთ სხვები შეაწუხოთ თქვენი სიმღერით, მაშინ ეს იდეალური ნივთია.

8. გამოყოფილი ჩუსტები საპირფარეშოსთვის

ამას ნებისმიერ იაპონურ ოჯახში შეხვდებით. იაპონელები საპირფარეშოს ყველაზე ბინძურ ოთახად მიიჩნევენ თავიანთ სახლში, მიუხედავად იმისა, დასუფთავებულია თუ არა ის. სწორედ ამიტომ, მათ გამოყოფილი აქვთ ჩუსტების საპირფარეშოსთვის.

9. ბალიში დაწოლილ მდგომარეობაში მუშაობისთვის

ალბათ, ყველას გამოგვიცდია ეს საშინელი მომენტი, როდესაც წამოწოლა გინდათ და მუშაობა, მაგრამ ხელები გეღლებათ, გიბუჟდებათ ან სხვა მსგავსი რამ გაწუხებთ. იაპონელებმა ამ სიტუაციიდანაც მონახეს გამოსავალი.

10. წყლის დასაზოგი უნიტაზის ბაკი

ეს უნიტაზი იყენებს იმ წყალს, რომლითაც თქვენ ხელებს იბანთ, რაც ეკონომიას გაძლევთ წყლის მოხმარებაში.

11. ავტომატური მაღაზიები

იაპონია რობოტების და ავტომატიზირებული მექანიზმების ქვეყანაა. ისინი ცვლიან ხალხს რუტინულ და უაზრო სამსახურებში. მაგალითად, ამ მაღაზიაში არ არიან კონსულტანტები და მოლარეები.

12. სალფეთკი, ბურგერის ჭამისთვის

Image result for A napkin that covers your face when you eat burgers

ყველა ყოფილა იმ უხერხულ სიტუაციაში, როდესაც ბურგერის ჭამა საზოგადოებაში, ან არც თუ ისე ახლო ადამიანის წინ გიწევთ. უხერხულობის შესამცირებლად იაპონელებმა მსგავსი სალფეთკი გამოიგონეს.

13. ტრანსფორმირებადი ტატამი ( იაპონური ტრადიციული იატაკის საფარი, ჭილობი)

იაპონიაში, ტრადიციების მიხედვით, ყველაფერს იატაკზე უნდა აკეთებდეთ, ჭამდეთ, გეძინოთ, უყუროთ ფილმებს, იმუშაოთ და ა.შ. მათ კი ასე გაიმარტივეს ცხოვრება.

14. ქოლგის “პარკირების ადგილი”

თქვენ მსგავს “პარკირების” ადგილს ყველა საოფისე შენობაში წააწყდებით. ამის მეშვეობით არ დაასველებთ იატაკს ქოლგაზე არსებული წყლის წვეთებით და არ მოგიწევთ შენობაში მისით სიარული.

15. მარტივად გასახსნელი ქილები

შესაძლოა ვერ შეამჩნიოთ განსხვავება. ამ ქილას, გასახსნელზე, სადაც თითს კიდებთ, ამოზნექილი ადგილი აქვს, რაც ძალიან ამარტივებს მის გამოყენებას.

კომენტარები

კომენტარი