ვიზუალური ხელოვნება

მსოფლიო ჩემპიონატის ფარგლებში, რუსეთში აქტივისტებმა ჰომოფობია კრეატიულად გააპროტესტეს

რუსეთში ჰომოსექსუალობა ტექნიკურად კრიმინალად არ ითვლება, მაგრამ “არატრადიციული” ურთიერთობების მქონე ადამიანებისთვის იქ ცხოვრება მაინც რთულია. მაგალითისთვის, 2013 წელს ქვეყანაში გეების პროპაგანდის აკრძალვა დაიწყეს, რასაც ევროპის ადამიანთა უფლებების საბჭო. დისკრიმინატორულად თვლიდა.

2018 წლის ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატის დროს, აქტივისტების ჯგუფმა მოიფიქრა, თუ როგორ გამოუთხაროს კანონს ძირი საკმაოდ გენიალური ფორმით.

ექვსმა აქტივისტმა, რომლებიც წარმოშობით ექვსი სხვადასხვა ქვეყნიდან არიან (ესპანეთი, ჰოლანდია, ბრაზილია, მექსიკა, არგენტინა და კოლუმბია), წაწამოიწყეს პროექტი სახელად #HiddenFlag (დამალული დროშა), რის მიხედვითაც, მათ ჩაიცვეს სხვადასხვა საფეხბურთო ნაკრებების ფორმები, რომელთა ფერებიც LGBT დროშის ფერებს შეესაბამებოდა და მოსკოვის ქუჩებში გადაადგილდებოდნენ ზუსტად იმ თანმიმდევრობით, რა თანმიმდევრობითაც დროშაზეა ფერები გამოსახული.

“ჩვენ გამოვიყენეთ ის უპირატესობა, რომ რუსეთი ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატს მასპინძლობს, რომელიც გეების თვეს ემთხვევა. ჩვენი პროტესტით კი განვკიცხავთ მათ საქციელს და ცისარტყელის დროშა გამოგვაქვს ქუჩებში. დიახ, დღის სინათლეზე, რუსი მაღალჩინოსნების, რუსი საზოგადოებისა და მთელი მსოფლიოს თვალწინ ჩვენ ვაფრიალებთ ჩვენს დროშას!” – განაცხადეს აქტივისტებმა.

დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ბმულებს: thehiddenflag.org | lola-mullenlowe.com

 

კომენტარები

კომენტარი