შემოქმედებითი ინდუსტრიები

რა არის 3D Audio?

რეალურ სამყაროში ხმები ჩვენამდე ყველა მხრიდან აღწევს. ადამიანის ყურს შეუძლია აღიქვას საიდან მოდის ხმა, რა მანძილიდან მოდის ის ან რა სახის სივრცეშია მოთავსებული.

თუმცა, სტერეო დინამიკები, რომლებსაც ხშირად ვიყენებთ, ორივე ყურში აგზავნის ერთსა და იმავე სიგნალებს, რის გამოც აღვიქვამთ ხმას სტატიკურად, ერთი მიმართულებით.

როდესაც ადამიანი ყურსასმენში უსმენს აუდიო ჩანაწერს, თავის მოძრაობისას ხმოვანი ბაზა ამავე მიმართულებით იცვლება. რეალურ ცხოვრებაში ეს ასე არ იქნებოდა, თავის მოძრაობისას ხმოვანი ბაზები თავიანთ ადგილას დარჩებოდნენ და ხმას განსხვავებულად აღვიქვამდით, რაც კიდევ ერთხელ ამტკიცებს, რომ არსებული აუდიო წყაროები სტატიკური და ნაკლებად რეალურია.

3D აუდიო ტექნოლოგია, რომელიც ჯერჯერობით დამუშავების ეტაპზეა, მსმენელს სთავაზობს რეალურ გამოცდილებას. 3D აუდიო მოწყობილობების გამოყენებით თქვენ შეძლებთ მოუსმინოთ ჩანაწერებს ისე, თითქოს თქვენ გარშემო მართლაც ხდება მათში ასახული მოქმედება.

ამ დროისთვის უკვე არსებობს 3D ყურსასმენები. ამასთანავე, ამ ტექნოლოგიის გამოყენება ინერგება კინოთეატრებსა და მსგავსი დანიშნულების სივრცეებშიც.

კომენტარები

კომენტარი