საშემსრულებლო ხელოვნება

XXXTentacion-ის მკვლელობაში ბრალდებული კიდევ ერთი პირი დააკავეს

ამერიკელი რეპერის, იასე ონფროის, იგივე XXXTentacion-ის მკვლელობაში კიდევ ერთი ბრალდებული დააკავეს.

მაიკლ ბოუთრაითი 22 წლის ახალგაზრდაა, რომელსაც განზრახ მკვლელობის მუხლი წაუყენეს.

ბოუთრაითი წინა კვირას დააკავეს ნარკოვაჭრობისთვის, თუმცა ამას ზემოთხსენებულ საქმესთან კავშირი არ ჰქონია.

სასამართლოს თქმით, 20 წლის რეპერის მკვლელობის მიზეზი ქურდობა გახლდათ.

პოლიცია, ასევე, 22 წლის დედრიკ დევონშეი უილიამსს რეპერის გახმაურებულ მკვლელობაში სდებს ბრალს. ის 21 ივნისს აიყვანეს, როდესაც ფლორიდაში, სანაპიროს მიმდებარედ 2004 წლის ვერცხლისფერი ჰონდას მარკის მანქანით მართვის ნებართვის გარეშე გადაადგილდებოდა.

შეგახსენებთ, 19 ივნისს 20 წლის რეპერი XXXTentacion მაიამიში დაჭრეს. რეპერმა საავადმყოფომდე მიაღწია, თუმცა იგი მალევე გარდაიცვალა.

კომენტარები

კომენტარი