კულტურა

განათლებისა და კულტურის მინისტრი: “ტექნოლოგიების და ინოვაციების გარეშე წარმოუდგენელია ჩვენი ეკონომიკის განვითარება”

მინისტრთა კაბინეტში ცვლილებებია. როგორც იცით, განათლებისა და კულტურის სამინისტრო გაერთიანდა, რომლის ახალი მინისტრიც მიხეილ ბატიაშვილი გახდა.

როგორც ბატიაშვილი ამბობს, ერთ-ერთი მთავარი მიმართულება იქნება ძირეული ცვლილებები, რეფორმების გატარება განათლების 5-ვე საფეხურზე, რომელმაც უნდა მოგვცეს ახალი სისტემა, რომელიც დაფუძნებული იქნება ინოვაციებზე და ტექნოლოგიებზე.

„ტექნოლოგიების და ინოვაციების გარეშე წარმოუდგენელია ჩვენი ეკონომიკის განვითარება, ჩვენი ახალგაზრდების წარმატება და ისეთ დიდ საერთაშორისო პროექტებში მონაწილეობა, რომელიც ხელს შეუწყობს ჩვენი ქვეყნის ინტეგრაციას საერთაშორისო ეკონომიკაში. ვფიქრობ, რომ როგორც განათლების მიმართულებით, იგივე ყველა ამ სფეროში გატარდება მნიშვნელოვანი რეფორმები, რომელიც დაიწყება უმოკლეს პერიოდში და ორიენტირებული იქნება, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, სწრაფ შედეგებზე, პირველად შედეგებზე და გრძელვადიან პერიოდში იმ ეფექტზე, რომელმაც უნდა მოგვცეს ის ადამიანური კაპიტალი, რომელიც ორიენტირებული იქნება ჩვენი ქვეყნის განვითარებაზე. ამიტომ ჩვენ გვაქვს გეგმა, ჩვენ ვიცით, რა ნაბიჯები გადავდგათ, შესაბამისად, ყველა ამ სფეროში დავიწყებთ უმოკლეს პერიოდში უსწრაფესი ნაბიჯების გადადგმას“, – განაცხადა ბატიაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი