ლიტერატურა

ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე ქართული ლიტერატურა 188 გერმანულენოვანი თარგმანით წარდგება

2018 წლის ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე ქართული ლიტერატურა 188 გერმანულენოვანი თარგმანით წარდგება. ინფორმაციას ქართული წიგნის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.

ქართული ლიტერატურის გერმანულენოვანი თარგმანებისა და გამოცემების კატალოგი ქართული წიგნის ეროვნული ცენტრის მიერ მომზადდა სპეციალურად 2018 წლის ფრანკფურტის წიგნის ბაზრობისთვის.

კატალოგში გაერთიანებულია 2010-2018 წლების გერმანულენოვანი გამოცემები, რომელთა უმრავლესობა ქართული წიგნის ეროვნული ცენტრის ხელშეწყობით გამოიცა.

წელს საქართველო ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე სტუმარი ქვეყანის სტატუსითაა წარდგენილი.

 

კომენტარები

კომენტარი