კულტურა

თბილისის ცის ქვეშ“ ფარგლებში ნინო ქათამაძისა და ჯგუფის „Insight” კონცერტი გაიმართება

თბილისის მერიის პროექტისთბილისის ცის ქვეშფარგლებში, 13 ივლისს, 21:00 საათზე, ნინო ქათამაძის და ჯგუფის „Insight” კონცერტი გაიმართება.

ღონისძიება ვარკეთილი 3-ის, პირველ მიკრორაიონში, მედიათეკის მიმდებარე სკვერში ჩატარდება და მასზე დასწრება თავისუფალია.

პლატფორმათბილისის ცის ქვეშყველა დაინტერესებულ პირს აძლევს საშუალებას, რომ საკუთარი იდეები ღია ცის ქვეშ ახლებური ხედვით განახორციელოს. პროექტის მიზანია კულტურის საყოველთაო ხელმისაწვდომობა, ქალაქის ცხოვრების გამრავალფეროვნება, უქმე დღეებში მწვანე სივრცეებში დასვენების კულტურის ჩამოყალიბება, კულტურული და შემოქმედებითი ინდუსტრიის განვითარება, მულტიდისციპლინური პროექტების ხელშეწყობა, ახალი ტალანტების აღმოჩენა და მათი მხარდაჭერა.

„თბილისის ცის ქვეშ“ ფარგლებში, შემდეგი ღონისძიება 22 ივლისს, 21:00 საათზე გაიმართება. ვაკის პარკში მსმენელის წინაშე SWEELINCK ORCHESTRA – ამსტერდამის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური ორკესტრი წარსდგება.

კომენტარები

კომენტარი