კულტურა

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის ახალი მინისტრი ჰყავს

პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ დღეს, 12 ივლისს, მთავრობის ახალი შემადგენლობა წარადგინა, სადაც განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრი – მიხეილ ბატიაშვილი.

“„განათლების, მეცნიერების კულტურისა და სპორტის მინისტრის პოსტს დაიკავებს მიხეილ ბატიაშვილი, იგი ძალიან ცნობილი ფიგურაა ჩვენს პროფესიულ წრეებში. მისი მუშაობის გამოცდილება უკავშირდება ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის დაარსებას. წლების განმავლობაში გახლავთ ჰარვარდის ბიზნესსკოლის  სტრატეგიისა და კონკურენტუნარიანობის ინსტიტუტის წევრი, აქვს მრავალწლიანი წარმატებული თანამშრომლობის გამოცდილება საზღვარგარეთის სამეცნიერო ცენტრებთან. ჩვენი მთავარი ამოცანა განათლებაში არის ხუთდონიანი რეფორმის განხორციელება, რომელიც გულისხმობს, სკოლამდელი განათლების, სკოლის განათლების, პროფესიული განათლებისა და უმაღლესი განათლების ინტეგრაციას, ინოვაციური განათლების სისტემების დანერგვას და რაც მთავარია განათლებასა და ეკონომიკას შორის მჭიდრო კავშირის ურთიერთბასბატიაშილი ჩვენი მხარადჭერით შეძლებს ამ მნიშვნლეოვანი რეფორმების განხორციელებას განათლების მიმართულებით”, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.”

შეგახსენებთ, რომ განათლებისა და მეცნიერების მინისტრი მიხეილ ჩხენკელი, კულტურისა და სპორტის მინისტრი კი მიხეილ გიორგაძე იყო.

პრემიერ-მინისტრის, მამუკა ბახტაძის ინიციატივით სამინისტროების შემცირება დაიწყო, რაც ბიუროკრატიული ხარჯების დანაზოგისკენაა მიმართული.

 

კომენტარები

კომენტარი