შემოქმედებითი ინდუსტრიები

როგორ დავიბრუნოთ GEM FEST-ის ბილეთებში გადახდილი თანხა?

Gem Fest-ის ადმინისტრაცია მომხმარებელს, რომელსაც შეძენილი ჰქონდა ამ ღონისძიების ბილეთები, სთავაზობს თანხის დაბრუნების სამ ვარიანტს:

1. იმისთვის, რომ თანხა უკან დაიბრუნოთ, საჭიროა მითითებულ ელ.ფოსტაზე Refundgemfestticket@gmail.com ატვირთოთ ბილეთის ფოტო, მიუთითოთ თუ სად შეიძინეთ, თქვენი სახელი, გვარი და საბანკო მონაცემები, სადაც გინდათ, რომ ჩაგერიცხოთ თანხა.

2. დაიტოვოთ ეს ბილეთი და მისი საშუალებით დაესწროთ ოთხივე ღონისძიებას იანვრიდან ოქტომბარმდე . ფოსტაზე Staycoolwithus@gmail.com გამოაგზავნოთ ბილეთი, თქვენი საპასპორტო მონაცემები და მიუთითოთ, რომ გსურთ არ გაუქმდეს ბილეთი და იყოს ვარგისი მომავალ 4 ღონისძიებაზე.

3. გადაცვალოთ ბილეთი კრიპტოვალუტაზე და მიიღოთ 150 ლარის ექვივალენტი კოინები თქვენს საფულეზე, შეძლებთ გადაურიცხოთ სხვას, გაყიდოთ
ან შეიძინოთ GEM FEST ის ბილეთები, საკვები, სასმელები და აბსოლიტურად ყველაფერი, რაც ჩვენს ღონისძიებებზე გაიყიდება. კოინები იქნება ჩატვირთული სპეციალურ CASH-Less სამაჯურებში, ასევე მობილური აპლიკაციითაც შეძლებთ გადახდას. ამისათვის უნდა გაგზავნოთ ბილეთი ელ.ფოსტაზე – Cryptogemsforfuture@gmail.com

გადაწყვეტილების მისაღებად და ბილეთების გასაგზავნად ბოლო ვადა 30 აგვისტოა. ამის შემდეგ, ორგანიზატორების განცხადებით, დაამუშვებენ მიღებულ განცხადებეს და ერთი კვირის ვადაში დაიწყებენ თანხების გაცემას.

კომენტარები

კომენტარი