საშემსრულებლო ხელოვნება

დრეიკმა Beatles-ის რეკორდი მოხსნა

CNN-ის ცნობით, დრეიკმა Beatles-ის ისტორიული რეკორდი გააუმჯობესა.

სტატიაში დრეიკის ახალ ალბომზეა”Scorpion” საუბარი.

ალბომმა გამოსვლიდან ერთ კვირაში რეკორდი მოხსნა. Beatles-მა 1964 წელს შეძლო, რომ თავისი 5 მუსიკა საუკეთესო ასეულის პირველ ადგილებზე ყოფილიყო, დრეიკმა კი ეს ყველაფერი იმ 25 სიმღერით მოახერხა, რომლებიც ახალ ალბომში შედის.

ხალხის ყურადღება ყველაზე მეტად ალბომის ერთმა სიმღერამ, Donʼt Matter to Me მიიპყრო, სადაც მაიკლ ჯექსონის ხმა ისმის, ხოლო დრეიკი კი სულ რამდენიმე კუპლეტს კითხულობს. მომღერალს არაერთხელ განუცხადებია, რომ მაიკლ ჯექსონს მასზე დიდი გავლენა აქვს მოხდენილი.

დრეიკის ახალი ალბომის მოსმენა შეგიძლიათ როგორც iTunes-ში, ასევე Spotify-ზეც.

კომენტარები

კომენტარი