საშემსრულებლო ხელოვნება

მაიკლ ჯექსონის მამას კასტრაციაში ადანაშაულებენ

The Sun-მა გამოაქვეყნა სტატია, სადაც წერია, რომ მომღერლის ყოფილი ექიმი, კონრად მიურეი, ჯოზეფ ფექსონს ბრალს მაიკლის ქიმიურ კასტრაციაში სდებს.

“ქიმიური კასტრაციის მიზანი იყო ის, რომ მაიკლს წვრილი და მაღალი ხმა შენარჩუნებოდა.” – განაცხადა კორნარდმა.

მან ასევე დასძინა, რომ ჯოზეფ ჯექსონი საკუთარ შვილებთან მიმართებაში საკმაოდ მკაცრი იყო და ხშირად სისასტიკითაც გამოირჩეოდა. ექიმის თქმით, ჯოზეფი ერთ-ერთი ყველაზე საშინელი მამა იყო.

შეგახსენებთ, რომ ჯოზეფ ჯექსონი 89 წლის ასაკში გარდაიცვალა. მას 10 შვილი ჰყავდა, რომელთაგან 9 წარმატებული მუსიკოსი გამოვიდა ერთი კი პატარა ასაკში გარდაიცვალა.

კომენტარები

კომენტარი