კულტურული მემკვიდრეობის ევროპული წელი 2018 გიორგი ლეონიძის სახელობის ქართული ლიტერატურის სახელმწიფო მუზეუმში დაცული მასალების ფოტოებს აქვეყნებს, კერძოდ კი, გალაკტიონ ტაბიძის ჩანახატებს.
მოგეხსენებათ, ლეონიძის სახელობის მუზეუმში დაცული ხელნაწერთა კოლექციის ძირითადი ნაწილი XIX-XX საუკუნეების დიდი მწერლების პირადი არქივები და ხელნაწერებია. მემორიალური ნივთების კოლექციაში თავმოყრილია მწერალების ავეჯი, ტანსაცმელი, იარაღი, ჭურჭელი და საოჯახო რელიკვიები. განსაკუთრებული ადგილი უჭირავს უბის წიგნაკებსა და ლექსების ავტოგრაფებზე შესრულებულ გალაკტიონ ტაბიძის ჩანახატებს, რომელიც პოეტის ფიქრის, განცდის, განწყობის ნაყოფი და სულიერი სამყაროს გამოხატულებაა.
გალაკტიონის ავტოპორტრეტი
© გიორგი ლეონიძის სახელობის ქართული ლიტერატურის სახელმწიფო მუზეუმი
კომენტარები
