არქიტექტურა, არქეოლოგია ლიტერატურა

საბერძნეთში უძველესი თიხის ფილა აღმოაჩინეს, რომელზეც ჰომეროსის “ოდისეაა” გრავირებული

სამწლიანი კვლევითი პროგრამის – The Multidimensional Site of Olympia – ფარგლებში საბერძნეთში, ძველი ოლიმპის ტერიტორიაზე თიხის ფილა აღმოაჩინეს, რომელზეც ჰომეროსის „ოდისეის“ ფრაგმენტია დაწერილი.

ზემოთხსენებული ფილა გერმანული არქეოლოგიური ინსტიტუტის პროფესორებისა და დორმსტადის, ტუბინგენის, ფრანკფურტის უნივერსიტეტების კოლაბორაციამ აღმოაჩინა.

პელეპონესის ნახევარკუნძლზე აღმოჩენილ თიხის ფილაზე  ჰომეროსის პოემის მეთოთხმეტე სიმღერის 13 სტრიქონი, კერძოდ კი, ოდისევსისა და ევმეოსის დიალოგია გრავირებული.

საბერძნეთის კულტურის სამინისტრო ვარაუდობს, რომ ფილა ჩვენს წელთ აღრიცხვამდე მესამე საუკუნეშია შექმნილი.

 

კომენტარები

კომენტარი