ლიტერატურა

ზაზა ბურჭულაძესა და მის მთარგმნელს 20,000 ევრო გადაეცათ

‘Brücke Berlin’-ის ლიტერატურულ-მთარგმნელობითი ჯილდო, 20,000 ევრო, გადაეცათ ქართველ ავტორს ზაზა ბურჭულაძესა და მის მთარგმნელს ნათია მიქელაძე-ბახსოლიანს.

“ვულოცავთ ქართველ მწერალს, ზაზა ბურჭულაძეს და მთარგმნელ ნათია მიქელაძეს, ჯილდოს სახით, ლიტერატურისა და მთარგმნელთა BHF ბანკის ფონდისგან, მათ გადეცემათ 20,000 ევრო რომანისთვის “ტურისტების საუზმე”. – წერია ‘Brücke Berlin’-ის ოფიციალური ფეისბუქის გვერდზე.

შეგახსენებთ, რომ წიგნი წინა წელს ბლუმენბარის გამომცემლობამ გამოსცა.

“ზაზა ბურჭულაძემ ბოლო ათწლეულის ჩვეულებას არ უღალატა და ისევ შედევრი შექმნა. ტექსტი, რომელსაც ჰქვია „ტურისტის საუზმე“, უპირველეს ყოვლისა, ე.წ. სიტყვაკაზმული მწერლობის ნატურალისტურ-ჰუმანისტური ძეგლია, ნატურალიზმის თანამედროვე (ყველაზე უჩვეულო რამეებიც რომ ნატურალურად, ბუნებრივად ჩანს და მკითხველმაც nil admirari „არაფერი გაიკვირვო“ პოზა უნდა დაიკავოს) და ჰუმანიზმის ანტიკური (ადამიანია ყველაფრის საზომი) ან შუასაუკუნეობრივი გაგებით (ადამიანი და არა ღმერთი სამყაროს ცენტრში). ავტორი საპრემიო ფინიშზე გავიდა, თუმცა მსოფლიოში არ არსებობს ლიტერატურული პრემია, რომელიც ამ ტექსტს მოირგებდა. თუ მართალი იყო ამ წიგნის დაწერამდე, ან, უბრალოდ, „მდე“ მწერალი თავისი შემოქმედების რაოდენობრივი და თვისობრივი შეფასებისას (ნახევარრომანის ავტორი ვარო), „შემდეგ“ მწერალი უკვე ორ-ნახევარი რომანის ავტორია. ბერლინში დაწერილი „საუზმე“ ქართველ მწერალს ორად უნდა ჩაეთვალოს, როგორც ოდესღაც პოლარული წრის იქით მყოფ პატიმრებს ეთვლებოდათ ერთი დღე ორად” – ასე აფასებს ლევან ბერძენიშვილი ზაზა ბურჭულაძის წიგნს ჟურნალ “ინდიგოში”.

 

კომენტარები

კომენტარი