ლიტერატურა

ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის ფარგლებში გაგა ლომიძის ავტორობით მზადდება წიგნი “33 ამბავი ქართული წიგნის შესახებ”

პროექტის “საქართველო – ფრანკფურტის წიგნის ბაზრობა 2018-ის საპატიო სტუმარი” საგამომცემლო პროგრამის ფარგლებში, საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაცია ქართული საგამომცემლო სფეროს, ქართული წიგნის ისტორიის, განვითარების ეტაპების მასშტაბურად წარმოჩენისთვის გაგა ლომიძის ავტორობით ამზადებს წიგნს – “33 ამბავი ქართული წიგნის შესახებ”.

ექსკლუზიურად გთავაზობთ მცირე ამონარიდს წიგნიდან:

“წერილობითი წყაროების თანახმად, ოქროს საწმისი ვერძის ტყავი იყო, რომელზეც ოქროს მიღების ალქიმიური ფორმულები ეწერა. ძვ.წ.მე-4-მე-3 საუკუნეების ავტორი, პალეფატე გვამცნობს, რომ არგონავტების მითში ნახსენები „ოქროს საწმისი ტყავზე ნაწერი წიგნი იყო“. ამ დამწერლობას „ოქროდამწერლობას“ (ოქროთი წერას) უწოდებდნენ. წმ. ევსტათიოს თესალონიკელი გვარწმუნებს: „ოქროდამწერლობის მეთოდის გამო მოეწყო არგოს ლაშქრობა“. ძველბერძნულ წყაროებში დადასტურებული „ოქროდამწერლობა“ იყო წერის განსაკუთრებული ხელოვნება, რომელიც კოლხეთში გამოიყენებოდა. მისი შესრულების წესები კი აღწერილი იყო ოქროს საწმისზე — ვერძის ტყავზე და არგონავტებმა სწორედ ამ მეტად მნიშვნელოვანი კოლხური ხელოვნების ასათვისებლად იმოგზაურეს საბერძნეთიდან „ოქრომრავალ კოლხეთში“.

 

კომენტარები

კომენტარი