საშემსრულებლო ხელოვნება

ზვიად რატიანმა და გიო ძამუკაშვილმა ერთობლივი სიმღერა ჩაწერეს

პოეტმა, ზვიად რატიანმა და მუსიკოსმა გიორგი ძამუკაშვილმა ერთობლივი სიმღერა “ჰოდა, ასე რომ” ჩაწერეს.

მუსიკის ტექსტზე პოეტი და მუსიკოსი ერთობლივად მუშაობდნენ. რაც შეეხება რეჩიტატივს, ის ზვიადის ძალიან ძველი და გამოუქვეყნებელი ლექსია.

მათ თანაშრომლობის სურვილი წელიწად–ნახევრისწინ გაუჩნდათ.

აღსანიშნავია, რომ სიმღერა გალაკტიონის ცნობილი ლექსით “ქარი ქრის” მთავრდება.

როგორც “არტნიუსთან” გიორგი ძამუკაშვილმა განაცხადა, მათ ლაივის შემოთავაზებები უკვე აქვთ.

“გააჩნია სივრცესა და იდეას. თუ საინტერესო რამეს ემსახურება, აუცილებლად ვიმღერებთ” – ამბობს მუსიკოსი.

მოუსმინეთ:

 

კომენტარები

კომენტარი