შემოქმედებითი ინდუსტრიები

ელექტრონული მუსიკის ფესტივალი Gem Fest-ი აღარ ჩატარდება

ელექტრონული მუსიკის ერთ–ერთი ყველაზე ცნობილი ფესტივალი Gem Fest-ი, რომელიც ანაკლიაში იმართებოდა, წელს აღარ ჩატარდება, – ამის შესახებ ადმინისტრაციის მიერ გარცელებულ განცხადებაში ვკითხულობთ.

ფესტივალის გაუქმების მიზეზი გახდა ის, რომ სახელმწიფომ ორგანიზატორებს მიწის იჯარით გადაცაზე ჯერ უარი უთხრა, ხელმეორედ შეტანილ განცხადებაზე კი დუმილით უპასუხა, რამაც ფესტივალისთვის ორგანიზებისთვის განკუთვნილი დრო წაიღო.

მიუხედავად ამისა, განცხადებაში წერია, რომ GEM FEST–ი არსებობს მაინც გააგრძელებს, თუმცა სხვა ფორმით.

იგი საქართველოს ფარგლებსაც გასცდება.

“დღეს 10 ივლისია და, სამწუხაროდ, მეტს ვეღარ დაველოდებით. ფესტივალის ჩატარებას დრო და სერიოზული მომზადება სჭირდება.

შეგახსენებთ, რომ მიწის იჯარით მოცემაზე პასუხი დღემდე არ მიგვიღია. მოთხოვნა გავაგზავნეთ ორჯერ, პირველად მარტის თვეში მივიღეთ უარი, აბსოლუტურად უმიზეზოდ და ახსნის გარეშე. მეორედ კი უბრალოდ დუმილი.

რამდენად სამართლიანია ეს პროექტის მიმართ, რომელმაც ანაკლია მსოფლიო ტურისტულ და საფესტივალო რუკაზე დაამკვიდრა, საზოგადოებამ და ისტორიამ განსაჯოს, მაგრამ ჩვენ გვაქვს ის, რაც გვაქვს – ტერიტორია, სადაც წლები ჯემ ფესტი ტარდებოდა და სადაც 9-12 აგვისტოს ფესტივალი უნდა გამართულიყო, ჩვენ გარეშე იქნება ამ ზაფხულს.

დიახ, ჩვენ განვიხილავდით ვარიანტს, ჩაგვეტარებინა ფესტივალი ანაკლიაში, კერძო ტერიტორაზე პლაჟის გარეშე, ვამუშავებდით ამ ვარიანტს თქვენთან ერთად და შევთანხმდით არ დაგვეშვა ღონისძიების ხარისხის დაცემა და ვამჯობინეთ თავი შეგვეკავებინა ასეთი რისკისგან.

ჩვენ გავაგრძელებთ ბრძოლას და პროექტი სახელად GEM FEST იცოცხლებს, არა მხოლოდ იცოცხლებს, არამედ ახლიდან დაიბადება.

ველოდებოდით, რომ აწ უკვე ყოფილი მინისტრების რეაქცია იქნებოდა არაადეკვატური და დროს არ ვკარგავდით.

ივნისის თვეში ჩვენ მივიღეთ წინადადება საერთაშორისო, გლობალური ბლოკჩეინ პროექტისგან მხარი დაუჭიროს ჩვენს GEM ოჯახს და დააფინანსოს 4 გრანდიოზული ღონისძიება, იანვარში, მაისში, აგვისტოსა და ოქტომბერში, რომლებიც გაიმართება , როგორც საქართველოში,
ასევე მის ფარგლებს გარეთაც.

ეს ბლოკჩეინ პროექტი გახდება ჩვენი საიმედო პარტნიორი და სამომავლო განვითარების გარანტი. ასეთი კოოპერაცია მოგვცემს საშუალებას, გავიყვანოთ GEM FEST არსებითად სხვა დონეზე და ვაქციოთ იგი პირველ კრიპტოფესტივალად.

გპირდებით, რომ 2019 წელს ჩვენ ავაფეთქებთ ხმაურიანად და პირდაპირ ახალ წელს დავიწყებთ იანვარში.

დეტალებს და საინტერესო სიახლეებს სულ მალე შეგატყობინებთ.” – წერია განცხადებაში.

 

კომენტარები

კომენტარი