კულტურა

დაბინძურებულია თუ არა თბილისში ჰაერი?

მოგეხსენებათ, რომ WHO-ს (ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია) 2016 წლის ანგარიშის მიხედვით, საქართველო ჰაერის დაბინძურების მაჩვენებლით ევროპის ქალაქებს შორის პირველ ადგილზე იყო.

მსგავსი ინფორმაცია, რაღა თქმა უნდა, საგანგაშოა და მან დიდი აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია. ადამიანების ნაწილი ამ კლასიფიკაციას უარყოფდა და ეჭვი შეჰქონდა მის სიმართლეში, რასაც აკრიტიკებდნენ იმით, რომ შეუძლებელია ქვეყანაში, სადაც ქიმიური ინდუსტრია და წარმოება არ არის განვითარებული შეუძლებელია ჰაერის დაბინძურებამ ასეთ მასშტაბებს მიაღწიოს, თუმცა დანარჩენები სხვა ფაქტორებს მიაწერდნენ ასეთ შედეგს.

2017 წელს საქართველოს მთავრობამ გააპროტესტა შედეგები და მათი გადახედვა მოითხოვა. აღმოჩნდა, რომ WHO-ს მიერ გამოყენებული საზომები არარელევანტური იყო და რეალობას სწორად ვერ ასახავდა.

2018 წლის ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ანგარიშში საქართველოს ადგილი სიაში გადაკვალიფიცირდა.

“ტაბულას” მიერ გავრცელებული ინფორმაციით საქართველო სიაში 70-ე ადგილს იკავებს, თუმცა საზოგადოება ამ ფაქტებსაც კრიტიკულად შეხვდა და ზოგიერთი მათგანი ეჭვქვეშ აყენებს და დასძენს, რომ მართალია საქართველო პირველ ადგილზე აღარაა ჰაერის დაბინძურებით, თუმცა მსგავსი განსხვავება კლასიფიკაციაში ნამდვილად არ ფიქსირდება.

ამასთანავე, აღსანიშნავია, რომ WHO-ს მონაცემებით საქართველოში ჰაერის დაბინძურების დონე 2,9 ჯერ აღემატება დასაშვებ ნორმას. შესაბამისად, მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანამ უკან დაიხია სიაში, არ უნდა დავხუჭოთ თვალი რეალურ პრობლემაზე, რომელიც ამ მხრივ აქვს საქართველოს.

კომენტარები

კომენტარი