კინო

გამოქვაბულიდან გამოყვანილ ბავშვებზე ფილმის გადაღება იგეგმება

ვებგვერდმა news.com.au გამოაქვეყნა სტატია, რომლის თანახმადაც, Pure Flix-ის პროდიუსერი სკოტი და თანაპროდიუსერი ადამ სმიტი გამოქვაბულიდან გამოყვანილ ბავშვებზე ფილმს გადაიღებენ.

როგორც ცნობილია, ამერიკული ჯგუფი ტაილანდში დღეს ჩავიდა, რათა შეისწავლოს ადგილმდებარეობა.

ადამ სმიტის თქმით, მათ სურთ ამ ისტორიის შესახებ ექსკლუზივი მოიპოვონ.

შეგახსენებთ, რომ ტაილანდში ერთ-ერთ გამოქვაბულში წყლის დონემ აიწია, რის გამოც იქ სპორტული გუნდის მწვრთნელი და რამდენიმე ბავშვი გაიჭედნენ. ისინი მსოფლიოს ყურადღების ცენტრში მოექცნენ. ადგილობრივ მაშველებთან ერთად, მუშაობდნენ ამერიკის შეერთებული შტატებისა და დიდი ბრიტანეთის სამაშველო სამსახურებიც, რომლებიც თითქმის 2 კვირის მანძილზე ბავშვებს საკვებით, წყლითა და სხვადასხვა საჭირო ნივთებით ამარაგებდნენ. ბავშვების ამოყვანა დიდ სირთულეს წარმოადგენდა, ვიწრო გვირაბების გამო, რომლებიც წყლით იყო დატბორილი. დიდი როლი ითამაშა ასევე ამერიკელმა ინვესტორმა, გამომგონებელმა და ბიზნესმენმა, ელონ მასკმაც. დღეს კი საბოლოოდ მოხერხდა ბავშვების გამოქვაბულიდან უვნებლად ამოყვანა.

კომენტარები

კომენტარი