კინო

TOP 10 ფილმი LGBT წარმომადგენლებზე

21-ე საუკუნეში LGBT საზოგადოებასთან დაკავშირებული თემები საკმაოდ აქტუალურია ყველა სფეროში. ამ მხრივ კი კინემატოგრაფია ნამდვილად არ არის გამონაკლისი.

თანდათან ფილმებში უფრო მრავლად გვხვდებიან LGBT პერსონაჟები და მეტიც, ზოგჯერ უკვე იღებენ ფილმებს, სადაც მთავარ როლებშ LGBT პერსონაჟები არიან.

“არტნიუსი” გთავაზობთ ყველა დროის 10 საუკეთესო LGBT ფილმს.

1. ჩემი პირადი შტატი აიდაჰო (My Own Private Idaho)

Image result for my own private idaho

ფილმი უსახლკარო ბიჭის შესახებ, რომელიც თავს პროსტიტუციით ირჩენს. ასევე, მისი მეგობრის შესახებ, რომელიც დიდი სიმდიდრის მემკვიდრეა. ის წინააღმდეგობის გრძნობის გამო სახლიდან მიდის და ისინი ერთად ირჩენენ თავს.

2. შენი სახელით მომმართე (Call Me By Your Name)

Image result for Call Me By Your Name

1983 წელი. ელიო ჩვიდმეტი წლისაა და ზაფხულს ის ვილაზე მშობლებთან ატარებს, ამერიკელ პროფესორსა და იტალიელ თარჯიმანთან. ელიო ზაფხულის დღეებს პლიაჟზე სიარულში, მეგობარ გოგონასთან გართობაში, კითხვასა და კლასიკური მუსიკის მოსმენაში ატარებს. მის დასვენებას ოლივერის, ახალგაზრდა ამერიკელი მეცნიერის, მამამისის მეგობრის ჩამოსვლა დაარღვევს.

3. ტროპიკული დაავადება (Tropical Malady)
Image result for Tropical Malady

რომანი ჯარისკაცსა და ქალაქის ბიჭუნას შორის. დაფუძნებულია ტაილანდურ ფოლკლორზე.

4. ღვთის მიწა (God’s Own Country)
Image result for God’s Own Country

სადღაც იორკშირში ახალგაზრდა ფერმერი ჯონი ცხოვრობს. იგი ჩვეულებრივი მარტოხელას ცხოვრებით ცხოვრობს, სადაც მხოლოდ დალევა და ერთჯერადი სექსია. როდესაც მიხვდება, რომ ყველაფერს მარტო ვერ უმკლავდება, იგი დასახმარებლად დაიქირავებს ახალგაზრდა რუმინელ მიგრანტს. დაიქირავებს და შეუყვარდება იგი, პირველად მის ცხოვრებაში.

5. კუზიანი მთა (Brokeback Mountain)
Image result for Brokeback Mountain

ფილმს საფუძვლად უდევს ანი პოუქსის მოთხრობა, ორი შეყვარებული კოვბოის და მათი ურთიერთობების შესახებ, რომლებიც ვაიომინგის მთებში, კუზიან მთაზე ცხვრების ფარის სამწყემსად მიდიან, სადაც ერთმანეთი შეუყვარდებათ. ფილმის მოქმედება 1963-1981 წლებში ვითარდება. (ფილმი სამი ოსკარის მფლობელია)

6. მარტოხელა მამაკაცი (A Single Man)
Image result for A Single Man

1964 წელს დაწერილი იგივე სახელწოდების რომანის ადაპტაცია. ფილმი ჯორჯ ფელკონერის (კოლინ ფერტი) ცხოვრებიდან ერთ დღეს აღწერს. იგი კოლეჯის პროფესორია, რომელსაც ცოტა ხნის წინ საყვარელი მოუკვდა, ვისთანაც დიდი ხნის ურთიერთობა აკავშირებდა. ამ ტრავმამ ჯორჯი სასოწარკვეთილბაში ჩააგდო და ახლა მისი ახლო მეგობარი ჩარლისგან (ჯულიან მური) ნუგეშს ელის, ის კი თავად იტანჯება ცხოვრების აზრის ძიების პროცესში.

7. მთვარის შუქი (Moonlight)
Image result for Moonlight

ფილმი სამ ნაწილად მოგვითხრობს აფროამერიკელი ჰირონის ისტორიას ბავშვობისას, მოზარდობისას და ზრდასრულობას. მის განცდებსა და კონფლიქტებზე თანატოლებთან და საკუთარ თავთან მისი ორიენტაციის გამო.

8. ბავშვები კარგად არიან (The Kids are Alright)
Image result for The Kids are Alright

კომედია და-ძმის შესახებ, რომლებიც ხელოვნური განაყოფიერების გზით გაჩნდნენ და დედებთან ერთად ცხოვრობენ. ერთ მშვენიერ დღეს მათ გადაწყვიტეს დაადგინონ თუ ვინაა მათი მამა.

9. უიქენდი (Weekend)
Image result for Weekend movie

რასელი ახალგაზრდა გეია, ის ბასეინზე მუშაობს მაშველად და თავის ორიენტაციას მალავს, რადგან პატარა ქალაქში ცხოვრობს. ის გაიცნობს გეი უფლებების დამცველ გლენს, მათ შორის გრძნობა გაჩნდება.

10. ქეროლი (Carol)
Image result for Carol

მოქმედება 1950-იანი წლების ნიუ იორკში ვითარდება. ორი განსხვავებული წრის წარმომადგენელი მყოფი ქალი სიყვარულის აგონიაში არიან. ახალგაზრდა ტერეზი მანჰეტენის უნივერსალურ მაღაზიაში გამყიდველად მუშაობს და ცხოვრებაში საკუთარი თავის რეალიზებაზე ოცნებობს, როდესაც მომხიბლავ ქალს ხვდება, რომელიც ხელსაყრელად, მაგრამ უსიყვარულოდაა დაქორწინებული. ისინი იმწამსვე უგებენ ერთმანეთს და უწყინარ პირველ შეხვედრას მათ შორის ღრმა კავშირი ცვლის.

კომენტარები

კომენტარი