კულტურა

ქართველი მთამსვლელების დიდი წარმატება

ქართველმა მთამსვლელებმა, გიორგი ტეფნაძემ (28 წლის), ბაქარ გელაშვილმა (31 წლის) და არჩილ ბადრიაშვილმა (27 წლის) ჰიმალაის მთებში მდებარე ზღვის დონიდან 6425 მეტრი სიმაღლის მწვერვალ ლარკიას სამხრეთ-აღმოსავლეთ მხარეს ახალი მარშრუტი დაამკვიდრეს.

აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ამ მწვერვალზე ქართველ მთამსვლელებამდე არავის დაუდგამს ფეხი.

არჩილმა ინტერვიუს დროს განაცხადა, რომ ქართველი მთამსვლელებისთვის საბჭოთა კავშირის გამო ჰიმალაის მწვერვალებზე ასვლა სირთულეს წარმოადგენდა. მართლაც, ძალიან ცოტა ქართველმა მთამსვლელმა შეძლო იქ ფეხის დადგმა სსრკ-ის დროს და, სამწუხაროდ, მსოფლიოსთვის ისინი საბჭოთა კავშირის მთამსვლელების სახელებით არიან ცნობილები.

“ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ ეს უიშვიათესი შანსი იმ მწვერვალისთვის გამოგვეყენებინა, სადაც აქამდე არავინ ასულა. ავარჩიეთ შესანიშნავი კედელი, რომელიც მანასლუს კარვებიდან ჩრდილოეთით მდებარეობს და კარგად ჩანს. პროექტი საკმაოდ ამბიციური იყო, მით უმეტეს იმის, ფონზე, რომ ეს იყო პირველი ქართული გასვლა ჰიმალაიში. საკმაოდ მცირე ინფორმაცია გვქონდა ამ ხეობის შესახებ. ერთადერთი, რაც დანამდვილებით ვიცოდით, იყო ის, რომ ამინდი შესაძლოა საკმაოდ რთული ყოფილიყო.” – განაცხადა არჩილმა.

არჩილმა ინტერვიუში ასევე ახსნა, თუ რატომ აირჩიეს მთამსვლელებმა ეს მარშრუტი: “ჩვენ მიერ არჩეული მარშუტი სრულიად განსხვავებული აღმოჩნდა იმისგან, რაც სურათებში ვნახეთ, ასევე განსხვავებულია იმ სურათებისგან, რაც ჩვენ გადავიღეთ, მაგრამ იქ მაინც ჩანს თუ რაოდენ სახიფათო იყო გზა. ამ მარშრუტის არჩევის მიზეზი მარტივია, ეს იყო ცენტრალური კედელი, რაც იმას ნიშნავს, რომ იყო შედარებით უსაფრთხო, მიუხედავად იმისა, რომ კლდეზე ცოცვისთვის დაახლოებით 6 დღე იქნებოდა საჭირო.”

ახალგაზრდა ქართველ მთამსვლელებს გზად უამრავი სირთულე შეხვდათ, მაგრამ ყველაფრის მიუხედავად მათ მოახერხეს მწვერვალის დაპყრობა და კიდევ ერთხელ მოაქციეს საქართველო მსოფლიოს ყურადღების ცენტრში.

სოციალურ ქსელ Facebook-ში კი არჩილმა გამოაქვეყნა შემდეგი პოსტი:

კომენტარები

კომენტარი