კულტურა

კომენტატორების კომიკური ფრაზები რუსეთისა და ხორვატიის მატჩიდან

გუშინ, 7 ივლისს, რუსეთსა და ხორვატიას შორის ძალიან დაძაბული თამაში მიმდინარეობდა.

ნაკრებებს შორის მატჩი ხორვატიის გამარჯვებით დასრულდა.

31-ე წუთზე ანგარიში რუსმა დენის ჩერიშევმა გახსნა, რვა წუთის შემდეგ კი საპასუხო გოლი ხორვატმა ანდრეი კრამარიჩმა გაიტანა. თამაშის ძირითადი დრო ფრედ დასრულდა. დამატებით დროში კი გოლის ავტორები ხორვატი დომაგოია ვიდა და რუსი მაიო ფერნანდესი იყვნენ. პენალტების სერიაში კი ხორვატიამ 4:3 გაიმარჯვა.

მატჩის კომენტატორები გიგა გვენცაძე და დავით ბანანაშვილი რუსეთის ნაკრებზე სხვადასხვა კომიკურ რეპლიკებს აკეთებდნენ, რომლებსაც “არტნიუსი” გთავაზობთ:

– “მოვუსმინოთ ხორვატიის ჰიმნს და რუსეთის ჰიმნზე კი იცით, რაც უნდა ქნათ”;

– “თუ რამე დათარსვა იცით, ყველაფერი გამოიყენეთ რუსების წინააღმდეგ”.(პენალტების წინ)

– “გააფუჭე რაა” (კომენტატორი ეხვეწება რუს იგნაშევიჩს პენალტის დარტყმის წინ);

– “შიგ კრემლში!” (პენალტების მერე);

– “ოკუპანტი ქვეყნის საფეხბურთო ნაკრები ეთიშება საშინაო მსოფლიო ჩემპიონატს”.

 

კომენტარები

კომენტარი