ვიზუალური ხელოვნება კულტურა

ამერიკელმა ქალმა უიშვიათესი შავი ჟირაფი მოკლა

2017 წლის ინვისში ამერიკელი ქალბატონი, ტეს ტომფსონ ტელი თავის “საოცნებო ნადირობაზე” გაემართა საფარიში, სამხრეთ აფრიკაში, სადაც მან შავი ჟირაფი მოკლა. ტელიმ მალევე სიხარულით დაპოსტა თავის ფეისბუქ გვერდზე მონადირებული ჟირაფის ფოტოები.

“ლოცვებმა  ჩემი ცხოვრების ყველაზე დიდ ოცნებაზე, შედეგი გამოიღო! დავინახე ეს იშვიათი შავი ჟირაფი და ცოტახანი ვუთვალთვალებდი. ვიცოდი რომ ის ერთადერთი იყო. ის დაახლოებით 18 წლის იყო და 4000 ფუნტს იწონიდა. მას 2000 ფუნტის ხორცი ჰქონდა”

მალევე თვითერზე AfricaLand-მა გამოაქვეყნა ეს ფოტოები და აღნიშნა, რომ ამერიკელი ქალბატონის მიერ მონადირებული ცხოველი შავი მამრი ჟირაფი იყო. სოციალურ მედიაში ამ ფოტოების გამოქვეყნებას დიდი გამოხმაურება მოჰყვა. როდესაც პოსტი ვირუსულად გავრცელდა მას ცნობილი ადამიანებიც გამოეხმაურნენ. დებრა მესინგმა და რიკი გერვეისმა ქალს ეგოისტი და ბოროტი უწოდეს. “სირცხვილი შენ” – წერს მესინგი ინსტაგრამზე.

კომენტარები

კომენტარი