კულტურა საშემსრულებლო ხელოვნება

გია ყანჩელს საქართველოს ჰიმნის შეცვლა სურს

ქართველი კომპოზიტორი გია ყანჩელი  საქართველოს სახელმწიფო ჰიმნის შეცვლის იდეით გამოდის.

იგო ღია წე­რილს აქ­ვეყ­ნებს, რო­მელ­შიც სა­ქარ­თვე­ლოს ჰიმნს აკ­რი­ტი­კებს:

“თით­ქმის მი­ვაღ­წიე 83 წელს. მეს­მის, რომ ჩემი ქვეყ­ნის გა­ერ­თი­ა­ნე­ბას მე ვერ მოვესწრე­ბი. ვფიქ­რობ, რომ გა­ერ­თი­ა­ნე­ბულ ქვე­ყა­ნას და­ამ­შვე­ნებ­და სი­ცო­ცხლით სავ­სე, ხა­ლი­სი­ა­ნი და ამა­ვე დროს ად­ვი­ლად სამ­ღე­რი სა­ხელ­მწი­ფო ჰიმ­ნი. ჩემი, რო­გორც მუ­სი­კო­სის და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა არ­სე­ბუ­ლი ჰიმ­ნის მი­მართ, სამ­წუ­ხა­როდ, საკ­მა­რი­სად კრი­ტი­კუ­ლია.

ჰიმ­ნის შემ­ქმნე­ლი ბა­ტო­ნი იო­სებ კე­ჭაყ­მა­ძე გახ­ლავთ ქარ­თუ­ლი პრო­ფე­სი­უ­ლი სა­გუნ­დო მუ­სი­კის რე­ფორ­მა­ტო­რი. მის მიერ შექ­მნი­ლი სა­გუნ­დო ნა­წარ­მო­ე­ბე­ბი ჩვე­ნი ქვეყ­ნის სი­ა­მა­ყეა. რომ არა მისი გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი თავ­დაბ­ლო­ბა, მას არ და­ჭირ­დე­ბო­და ზა­ქა­რია ფა­ლი­აშ­ვი­ლის თე­მე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბა და იგი შექ­მნი­და სრულ­ყო­ფილ სა­ქარ­თვე­ლოს ჰიმნს.

ზა­ქა­რია ფა­ლი­აშ­ვი­ლის თე­მე­ბი შე­სა­ნიშ­ნა­ვია, მაგ­რამ ჰარ­მო­ნი­უ­ლი თან­ხლე­ბის (აკომ­პო­ნი­მენ­ტის) გა­რე­შე საკ­მა­რი­სად ძნე­ლი სამ­ღე­რია. რა­მო­დე­ნი­მე წლის მან­ძილ­ზე ვაკ­ვირ­დე­ბი შემ­დეგ გა­რე­მო­ე­ბას: ჩა­წე­რი­ლი ჰიმ­ნის ჟღე­რა­დო­ბა სავ­სე­ბით მაკ­მა­ყო­ფი­ლებს, ამა­ვე დროს, თან­ხლე­ბის გა­რე­შე მისი მოს­მე­ნი­სას მიჩ­ნდე­ბა არა მხო­ლოდ უკ­მა­რი­სო­ბის, არა­მედ უხერ­ხუ­ლო­ბის გრძნო­ბა. არ­სე­ბობს ერ­თა­დერ­თი გა­მო­სა­ვა­ლი: კომ­პო­ზი­ტორ ან­დრია ყა­რაშ­ვი­ლის მიერ, მე­ო­ცე სა­უ­კუ­ნის და­სა­წყის­ში შექ­მნი­ლი “სამ­შობ­ლოს” პირ­ვე­ლი ნა­ხე­ვა­რი წარ­მო­ად­გენს სრულ­ყო­ფილ, ად­ვი­ლად სამ­ღერ (თან­ხლე­ბის გა­რე­შე), სი­მარ­ტი­ვით და ამა­ვე დროს დი­დე­ბით აღ­სავ­სე ბრწყინ­ვა­ლე ჰიმნს. ამ ად­ვი­ლად და­სა­მახ­სოვ­რე­ბელ მე­ლო­დი­ას ერთი მოს­მე­ნი­თაც კი და­ი­მახ­სოვ­რებს და გა­ი­მე­ო­რებს ყვე­ლა, მათ შო­რის სა­ბავ­შვო ბა­ღის აღ­საზ­რდე­ლიც.

დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, რომ ჩემ­ზე ბევ­რად ახალ­გაზ­რდა ნი­კო­ლოზ რაჭ­ვე­ლი (ეროვ­ნუ­ლი სიმ­ფო­ნი­უ­რი ორ­კესტრის სამ­ხატ­ვრო ხელ­მძღვა­ნე­ლი) და სვი­მონ ჯან­გუ­ლაშ­ვი­ლი (სა­პატ­რი­არ­ქოს ვაჟ­თა მგა­ლო­ბელ­თა გუნ­დის ხელ­მძღვა­ნე­ლი) მო­ეს­წრე­ბი­ან ჩემ­თვის ნა­ნატრ დღეს და სა­კად­რი­სად გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლე­ბენ ჩემს ოც­ნე­ბას. რა თქმა უნდა ვი­სურ­ვებ­დი, რომ ახა­ლი ჰიმ­ნის­თვის სი­ტყვე­ბის შექ­მნა და­ვით მაღ­რა­ძემ ითა­ვოს.

პა­ტი­ვის­ცე­მით, გია ყან­ჩე­ლი” – ვკი­თხუ­ლობთ კომ­პო­ზი­ტო­რის ღია წე­რილ­ში.

კომენტარები

კომენტარი