ვიდეოები შემოქმედებითი ინდუსტრიები

ტოჩინოშინის ვიდეომიმართვა “დევების ბაშოს” მხარდასაჭერად

ტოჩინოშინმა “დევების ბაშოს” მხარდასაჭერად ვიდეომიმართვა ჩაწერა.

წარმატებული ქართველი ოძეკი აცხადებს, რომ მოხარული იქნება, თუ ისეთი სპორტის სახეობა, როგორიცაა სუმო, საქართველოში პოპულარული გახდება.

შეგახსენებთ, 14-15 ივლისს, ხარაგაულში „ახალგაზრდა ინიციატორთა კავშირი“ ატარებს სუმოს სამოყვარულო ჩემპიონატს „დევების ბაშო“. 

ტურნირის მიზანია საქართველოში სუმოს პოპულარიზაცია, ივლისში, იაპონიაში მიმდინარე ბაშოს დროს ტოჩინოშინისა და გაგამარუს გამხნევება და, ზოგადად, ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრება.

„დევების ბაშოს“ ჩატარდებას „ახალგაზრდა ინიციატორთა კავშირი“ ყოველწლიურად გეგმავს.

ასევე, აღსანიშნავია, რომ კვირას, 8 ივლისს იწყება მომდევნო ბაშო იაპონიაში, რომელშიც ლევან გორგაძე, იგივე ტოჩინოშინი, ოძეკის რანგში იჭიდავებს.

კომენტარები

კომენტარი