შემოქმედებითი ინდუსტრიები

Gem-Fest 2017-ს 500-ზე მეტი გამომსვლელი ეყოლება

ელექტრონული მუსიკის ფესტივალო Gem-Fest საქართველოში წელს უკვე მესამედ ჩატარდება. ღონისძიება  14 ივლისიდან აიღებს სტარტს და 1 თვე გაგრძელდება.

ფესტივალი ანაკლიაში, შავი ზღვის სანაპიროზე ჩატარდება.  როგორც ორგანიზატორები აცხადებენ, წელს ფესტივალს 500-ზე მეტი გამომსვლელი ეყოლება.

“Gem-Fest 2017-ის ფარგლებში არაერთი სპორტული თუ გასართობი აქტივობაა დაგეგმილი, რაც საერთო ჯამში ფესტივალს მისი ვიზიტორებისთვის სრულიად დაუვიწყარ მოვლენად აქცევს.  ფესტივალის ჩატარების ადგილიდან უახლოესი ქალაქი, 25 წუთის სავალზე – ზუგდიდია, სადაც უცხოელ სტუმრებს მოხვედრა საკმაოდ იოლად შეუძლიათ როგორც თბილისიდან, ასევე ქუთაისიდან და ბათუმიდან. ამ სამივე ქალაქს ემსახურება საერთაშორისო აეროპორტი, რაც ძალიან მოსახერხებელია”,- აცხადებენ ორგანიზატორები.

Gem-Fest 2017-ზე დასასწრები ბილეთების შეძენა შესაძლებელია ვებ-გვერდებზე: eventer.ge, tkt.ge, და biletebi.ge

კომენტარები

კომენტარი