არქიტექტურა, არქეოლოგია კულტურა

5 გასაოცარი სკოლა, რომლებიც ბავშვობაში დაბრუნებას მოგანდომებთ

ოდესმე გიფიქრიათ ბავშვობაში დაბრუნებაზე? სკოლები, რომლებსაც ამ სტატიაში იხილავთ, ნამდვილად დაგაფიქრებთ ამაზე.

სკოლის კეთილმოწყობა პირდაპირ აისახება მოსწავლეების სწავლის დონეზე.

“არტნიუსი” გთავაზობთ 5 გასაოცარ სკოლას, რომლებიც ბავშვობაში დაბრუნებას მოგანდომებთ:

New Islands Brygge School

დანიაში, კოპენჰაგენში არსებულ New Islands Brygge სკოლაში არსებულ თითოეულ საკლასო ოთახს აქვს პირდაპირი წვდომა სახურავზე გაშენებულ ბაღთან. აღსანიშნავია, რომ ეს ადგილი განკუთვნილია მხოლოდ მეცნიერებისთვის და იმ მცენარეების მოსაყვანად, რომლებსაც შემდგომ კულინარიულ გაკვეთილებში გამოიყენებენ.

 Kastelli School and Community Centre

Image result for kastelli school and community centre

უკვე მრავალმა კვლევის შედეგებმა აჩვენა, რომ ფინეთი განათლების მხრივ ნომერ პირველია მსოფლიოში. Kastelli School and Community Centre, რომელიც ჰელინსკიდან 600 კილომეტრით ჩრიდლოეთით მდებარეობს, გაჩვენებთ, თუ რატომ არის ფინეთი მოწინავე ქვეყანა განათლების სფეროში.

არქიტექტორებმა ლადელმამ და მალამაკიმ პედაგოგებთან თანამშრომლობითა და კონსულტაციებით მოაწყვეს სივრცე, სადაც ყველა ასაკის მოსწავლეს შეუძლია შეხვედრა და მუშაობა. არქიტექტორებმა კი ყველაფერი იღონეს იმისათვის, რომ ინტეგრაციის დონე გაეზარდათ და შეემცირებინათ ხმაური.

მედიტაცია და სკოლა

არქიტექტურის სტუდიამ Kurani წარმოადგინა სკოლის პროექტი, სადაც არის მედიტაციისთვის განკუთვნილი ადგილი, შინაური ცხოველებისთვის განკუთვნილი ადგილი და იაპონური ბაღი. ამ სკოლის მშენებლობის დაწყება წელს იგეგმება, ინდოეთის ქალაქ ჩენაიში.

École 42

პარიზის ჩრ. ნაწილში ფრანგმა მილიარდელმა ხავიერ ნიელმა შექმნა არაკომერციული პროგარმირების სკოლა École 42.

მას შემდეგ, რაც 18-დან 30 წლამდე ასაკის აპლიკანტები ინტერნეტის საშუალებით 4 კვირიან ტესტირებას გაივლიან, ისინი ამ სკოლაში ირიცხებიან, სადაც 5 წელი ისწავლიან.

მზის ენერგია

ბევრს ეს სკოლა უბრალოდ მზის ბატარიები ჰგონია, საიდანაც მოსახლეობა ელ. ენერგიას იღებს, მაგრამ არა. ეს არის ნამდვილი სკოლა, რომელსაც სახურავზე მზის პანელები აქვს დამაგრებული. მათი საშუალებით, სკოლას და სკოლის გარდა, კიდევ 50 სახლს უფასო ელ. ენერგია მიეწოდება.

შვეიცარიის ქალაქ პორტში მდებარე სკოლას საკმაოდ ლამაზი და გამოყენებადი არქიტექტურა აქვს.

კომენტარები

კომენტარი