სტილი, დიზაინი

ელენე ბახტაძე განათლების საერთაშორისო ცენტრის სტიპენდიატი გახდა და სწავლას მილანში გააგრძელებს

განათლების საერთაშორისო ცენტრის ერთ–ერთი სტიპენდიატი ელენე ბახტაძე გახდა. ელენე  2018 წლის სექტემბერიდან მაგისტრატურას Domus Academy-ში მოდის დიზაინის მიმართულებით გაივლის.

“არტნიუსი” გთავაზობთ ინტერვიუს ელენე ბახტაძესთან.

– რომელი უნივერსიტეტი დაამთავრეთ?

– დავამთავრე თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია.

– რატომ გადაწყვიტეთ პროექტში მონაწილეობის მიღება?

– ყოველთვის მინდოდა იტალიაში სწავლის გაგრძელება. 2018 წლის მაისში ჩავირიცხე Domus Academy-ში. ვინაიდან სწავლა საკმაოდ ძვირი ღირს, გადავწყვიტე, მიმერთა “განათლების საერთაშორისო ცენტრისათვის”. საბედნიეროდ, ახლა მეც უკვე მათი სტიპენდიატი ვარ.

– რა ეტაპების გავლა მოგიწიათ გამარჯვებამდე?

– პირველი ეტაპი იყო განაცხადის შევსება, რაც საკმაოდ ბევრი კრიტერიუმის დაკმაყოფილებას მოითხოვს. შემდეგ უკვე გასაუბრება.

– რა სახის დაფინანსება მოიპოვეთ?

– მოვიპოვე სწავლის საფასურის და ერთი წლის მანძილზე საჭირო ცხოვრების ხარჯების სრული ანაზღაურება.

– რომელ უნივერსიტეტში აგრძელებთ სწავლას?

– სწავლას ვაგრძელებ Domus Academy-ში, Master in Fashion Design-ზე.

– რას მოელით მაგისტრატურისგან?

ზუსტად ვიცი, რომ ეს პროგრამა დამეხმარება პროფესიონალურ წინსვლაში, მრავალმხრივად განვითარებასა და საკუთარი შესაძლებლობების უკეთ გამოვლენაში.

– როგორია თქვენი სამომავლო გეგმები მაგისტრატურის დამთავრების შემდეგ?

– მაგისტრატურის დამთავრების შემდეგ დავბრუნდები საქართველოში და ახალი გეგმებითა და შემართებით განვაგრძობ აქ მოღვაწეობას.

კომენტარები

კომენტარი