არქიტექტურა, არქეოლოგია საშემსრულებლო ხელოვნება

ხარაგაულის ამფითეატრი, რომლის რესტავრაციაც ნახევარი მილიონი დაჯდა, დანგრევის პირასაა

ხარაგაულის ყოფილმა გამგებელმა, კობა ლურსმანაშვილმა 2016 წელს გახსნა მისი ბრძანებით გარემონტებული ამფითეატრი, რომლის რეაბილიტაციაც ადგილობრივ ბიუჯეტს თითქმის ნახევარი მილიონი ლარი დაუჯდა. – ამის შესახებ ინფორმაციას ფლანგვის დეტექტორი ავრცელებს.

გარემონტებულ ამფითეატრში მხოლოდ ორი ღონისძიება გაიმართა, ესენი იყო ხარაგაულის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის კობა ლურსმანაშვილის შეხვედრა თავის ამომრჩეველთან, 2016 წლის 17 სექტემბერსა და 4 ოქტომბერს.

“აღსანიშნავია ისიც, რომ მაშინ გამგებლის მოვალეობის შემსრულებელმა პაატა გოგოლაძემ ქართულ ოცნებას ეს ფართი 2-2 საათით 100 ლარად დაუთმო, ამის შემდეგ შენობა უფუნქციოდაა დარჩენილი და ინგრევა.

დღეს უკვე ხარაგაულის მაჟორიტარი დეპუტატი კობა ლურსმანაშვილი აცხადებს, რომ მან შენობა კარგ მდგომარეობაში ჩაიბარა და თუ ახლა შენობა ცუდ მდგომარეობაშია, ამის პასუხისმგებლობა მის შემცვლელ, მოქმედ გამგებელ ნიკოლოზ თოფურიძეს ეკისრება.

ნიკოლოს თოფურიძე ამ საკითხზე პასუხისმგებლობას იხსნის და ამბობს, რომ ამფითეატრს თავიდან ვერ გაარემონტებს და ამ საკითხზე გამოძიება უნდა დაიწყოს.

ამფითეატრის დღევანდელ მდგომარეობაზე კობა ლურსმანაშვილი აგრეთვე ამბობს, რომ ეს ექსპერტებმა უნდა შეაფასონ და შესაძლოა ის სულაც არ არის ისეთ ცუდ მდგომარეობაში, როგორც გარეგნულად ჩანს.” – წერს ფლანგვის დეტექტორი.

გთავაზობთ საქმეში არსებულ დოკუმენტაციას:

ქირავნობა

ხელშეკრულება სახელმწიფო შესყიდვის შესახებ

სატენდერო დოკუმენტაცია

Image may contain: shoes

No automatic alt text available.

 

კომენტარები

კომენტარი