არტ მენეჯმენტი საშემსრულებლო ხელოვნება

“KiKi” – KHIDI-ზე ქვიარ ივენთების სერია გრძელდება

საინფორმაციო სამედიცინო ფსიქოლოგიური ცენტრი „თანადგომა” და კლუბი KHIDI წარმოგიდგენთ ქვიარ ივენთების სერიას “KiKi“.

KiKi-ს რიგით მე-5 ღონისძიება დღეს, 6 ივლისს გაიმართება.

საღამოზე Spring-ი, Liza Rivs-ი და Salome დაუკრავენ.

მეხუთე სერიის სლოგანია: “მომავალი ფემინურია”.

KiKi -ს ფარგლებში მისულ მსმენელს ექნება საშუალება ჩაიტარონ, უფასოდ და ანონიმურად, ნებაყოფილობითი კონსულტირება და ტესტირება აივ ინფექია/შიდსზე და C ჰეპატიტზე, მობილურ ლაბორატორიაში.

ნკტ მოიცავს პრეკონსულტირებას, ტესტს – აივსა და C ჰეპატიტზე და პოსტკონსულტირებას.

საინფორმაციო სამედიცინო ფსიქოლოგიური ცენტრი „თანადგომა” წარმოადგენს საგანმანათლებლო, საინფორმაციო, ფსიქოლოგიური დახმარების სამსახურს.

ცენტრის მიზანია საქართველოს მოსახლეობის ფიზიკური და ფსიქიკური ჯანმრთელობის გაუმჯობესება.

ამჟამად, „თანადგომა” ახორციელებს რეპროდუქციული ჯანმრთელობის პროგრამას, რაც გულისხმობს რეპროდუქციული ჯანმრთელობის, უსაფრთხო სქესობრივი ურთიერთობის, რეპროდუქციული უფლებებისა და გენდერული საკითხების წინ წამოწევას, აივ ინფექციისა და სქესობრივი გზით გადამდები ინფექციების პრევენციასა და სამედიცინო-ფსიქოლოგიური დახმარების გაწევას.

კომენტარები

კომენტარი