შემოქმედებითი ინდუსტრიები

BLACK SEA ARENA-ზე ირაკლი ჩარკვიანის საღამო გაიმართება

15 აგვისტოს, “Check in Georgia“-ს ფარგლებში BLACK SEA ARENA-ზე „ბრავო რექორდსისა” და „Altervision Group“-ის ორგანიზებით ირაკლი ჩარკვიანის საღამო – „ირაკლი ჩარკვიანი | ისტორია“ გაიმართება.

საღამოს მსვლელობისას მუსიკოსის ყველაზე პოპულარული და ყველასათვის საყვარელი სიმღერები შესრულდება. კონცერტში მონაწილეობას მიიღებენ: „საქართველოს ეროვნული სიმფონიური ორკესტრი“ ნიკოლოზ რაჭველის ხელმძღვანელობით, სტეფანე, ნინა სუბლატი, ლევან მასპინძელაშვილი, მარიკო ლეჟავა, მაია დარსმელიძე, თიკა ბალანჩინი & „NEW ONE BAND“, “SOFT EJECT”, “GREEN ROOM”, რობი კუხიანიძე & “OUTSIDER”, “LoudSpeakers” და “EKO & VINDA FOLIO.

სცენაზე დამონტაჟებულ ეკრანზე გაეშვება ირაკლის უცნობი ფოტო და ვიდეო მასალისგან შექმნილი ინსტალაციები. საღამოს წაიყვანს გელა ჩარკვიანი.

ბილეთების ონლაინ შეძენა შესაძლებელი იქნება – biletebi.ge-ზე, ხოლო მოგვიანებით დაიწყება ბილეთების ფიზიკური სახით გაყიდვა – თბილისში, ბათუმში, ქუთაისში და ქობულეთში, რის შესახებაც დეტალური ინფორმაცია, წინასწარ გახდება ცნობილი.

კომენტარები

კომენტარი