არქიტექტურა, არქეოლოგია ვიდეოები

“ნენსკრა ჰესი” სვანეთში წყალდიდობის შესახებ საგანგებო განცხადებას აკეთებს

მოგეხსენებათ, დღეს, 5 ივლისს სვანეთის სოფელ ჭუბერში წყალდიდობის შედეგად ამავე სოფლის ცენტრალური ნაწილი, გზები და ხიდები დაიტბორა. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თქმით, ჯერჯერობით მოსახლეობის ევაკუაციის ან პროცესში თვითმფრინავის ჩართვის საჭიროება არ არსებობს.

გარდა ამისა, მერის წარმომადგენლის განცხადებით, მოსახლეობა წინასწარ იყო გაფრთხილებული მდინარის ადიდების საშიშროების შესახებ.

კომპანია სს „ნენსკრა ჰიდროს“ საგანგებო განცხადება

“ნენსკრას ჰიდროელექტროსადგურის პროექტის განმახორციელებელი კომპანია სს „ნენსკრა ჰიდრო“ მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭუბერში არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, ა.წ. 5 ივლისს მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭუბერში, მდინარე ნენსკრას ერთ-ერთ შენაკადზე განვითარებული სტიქიური მოვლენის გამო, დაიტბორა სოფელ ჭუბერის ცენტრალური ნაწილი, ასევე დაზიანებულია გზები და ხიდები.

მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, შექმნილი სიტუაცია ნენსკრა ჰესის მშენებლობას უკავშირდება.

გვსურს განვმარტოთ, რომ 2018 წლის დასაწყისიდან დღემდე ნენსკრა ჰესის მოსამზადებელი სამუშაოები არის სრულიად გაჩერებული. აღნიშნული სამუშაოები გულისხობდა მხოლოდ არსებული გზების და ხიდების რეაბილიტაციას. გარდა ამისა, სტიქიური მოვლენა წარმოიშვა სამშენებლო ტერიტორიიდან 5 კილომეტრის ქვემოთ მდინარის მიმართულებით.
შესაბამისად შექმნილი ვითარება ნენსკრა ჰესის მშენებლობასთან არანაირი კავშირი არ აქვს.

ამ მომენტისთვის სს „ნენსკრა ჰიდროს“ თანამშრომლებს აქვთ უწყვეტი კომუნიკაცია ადგილობრივ მოსახლეობასთან. შესაძლებლობების ფარგლებში, კომპანიის მიერ სასწრაფო წესით იქნება მობილიზებული ტექნიკა, რათა შესაბამისი დახმარება აღმოვუჩინოთ ადგილობრივ მოსახლეობას.”

კომენტარები

კომენტარი