შემოქმედებითი ინდუსტრიები

შეავსე – “შემოქმედებითი საქართველო” საზოგადოებას ჩართულობისკენ მოუწოდებს

სსიპ “შემოქმედებითი საქართველო” შემოქმედებითი ინდუსტრიების ვებ პლატფორმის შექმნას იწყებს.

აღნიშნული ვებ პლატფორმის კონცეფციის შემუშავებისთვის აუცილებელია შემოქმედებითი ინდუსტრიებისა და კულტურის სფეროს წარმომადგენლების, ამასთანავე, დაინტერესებული საზოგადოების აქტიური ჩართულობა.

“შემოქმედებითი საქართველოს” მისია შემოქმედებითი მეწარმეობის განვითარებისთვის ხელშემწყობი გარემოს შექმნაა. აღნიშნულის განხორციელებისთვის ერთ-ერთი ყველაზე დემოკრატიული, ეფექტური და ეფექტიანი მექანიზმი ისეთი ვებ პლატფორმის ჩამოყალიბებაა, რომელიც შეასრულებს უნივერსალური ინფორმატორის, მასწავლებლის, მენტორის, ინვესტორის, კატალიზატორის როლს.

ჩაერთეთ ქართული შემოქმედებითი მეწარმოების განვითარებაში და შეავსეთ კითხვარი შემოქმედებითი ინდუსტრიების ვებ-პლატფორმის შესახებ.

პროექტზე მომუშავე გუნდი გაითვალისწინებს თქვენს რჩევებსა და შენიშვნებს.

შეგახსენებთ, რომ შემოქმედებითი საქართველო  საქართველოს კულტურის და სპორტის სამინისტროს მიერ დაფუძნდა, რომლის მიზანიც ინოვაციური იდეების, კულტურისა და შემოქმედებითი სფეროს კომერციალიზაცია და მდგრადი განვითარების ხელშეწყობაა.

 

კომენტარები

კომენტარი