საშემსრულებლო ხელოვნება შემოქმედებითი ინდუსტრიები

„ღამის სერენადები“ 26 ივლისიდან 4 სექტემბრის ჩათვლით გაიმართება

საერთაშორისო ფესტივალი „ღამის სერენადები“ 1982 წელს, ცნობილი ქართველი მევი- ოლინესა და დირიჟორის, ლიანა ისაკაძის ინიციატივით, საქართველოს უმშვენიერეს მხარე- ში, აფხაზეთში დაარსდა. სამწუხაროდ, 1991 წელს ფესტივალმა თავისი არსებობა შეწყვიტა და მხოლოდ 18 წლის შემდეგ, 2009 წელს, შავიზღვისპირეთის ულამაზეს ქალაქ ბათუმში გახდა შესაძლებელი ამ ფესტივალის აღდგენა, რომლის დამაარსებელი და უცვლელი სამ- ხატვრო ხელმძღვანელი ლიანა ისაკაძეა.

წლების განმავლობაში ფესტივალისადმი დიდმა ინტერესმა განაპირობა მისი გეოგრა- ფიის გაფართოვება, რიც გამოც, 2015 წლიდან თბილისის საკრებულოს გადაწყვეტილებით, მას უკვე „ბათუმი-თბილისის საერთაშორისო ფესტივალი“ ეწოდა.

2018 წელს, საიუბილეო ფესტივალი, 26, 28 და 29 აგვისტოს ქ. ბათუმში სასტუმრო “შერა- ტონ ბათუმის” 500 მაყურებელზე გათვლილ საკონცერტო დარბაზში უკვე მეათედ გაიმარ- თება, ხოლო 2 და 4 სექტემბერს – კი საფესტივალო საღამოები თბილისში გადმოინაცვლებს და თბილისის ვ.სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის დიდ დარბაზში ჩატარდება.

2011 წლიდან ფესტივალის საბაზო ორკესტრია, ლიანა ისაკაძის მიერ შექმნილი მსოფლიო კამერული ანსამბლ-ორკესტრი „ვირტუოზები“. ამ ორკესტრმა უკვე მოიპოვა საერთაშორისო აღიარება. აღსანიშნავია 2014 წელს მათი წარმატებული კონცერტი ლონდონში, ხოლო 2015 წლის ივნისში „ვირტუოზებმა“ საქველმოქმედო კონცერტი ნიუ იორკში გამართეს.

აღსანიშნავია, რომ 2018 წელს ორკესტრის დაკომპლექტება მოხდება უცხოეთში და სა- ქართველოში მოღვაწე ნიჭიერი ახალგაზრდა მუსიკოსებით და ეწოდა „საქართველოს ვირ- ტუოზები“.

წლევანდელი საიუბილეო ფესტივალის საკონცერტო საღამოებზე მსოფლიო კლასიკის შედევრებს შეასრულებენ ისეთი ცნობილი მუსიკოსები, როგორებიც არიან – პიანისტი ალექ- სანდრე კორსანტია (აშშ), დირიჟორი ვახტანგ მაჭავარიანი (საქართველო/ბელგია), მევიოლი- ნე გია იაშვილი (საქართველო/ავსტრია), მევიოლინე გეზა ჰოსზუ ლეგოცკი (უნგრეთი/აშშ), გიტარისტი სოფია ბაროს (იტალია), ბანდონეონისტი მარიო სტეფანო პიეტროდარჩი (იტა- ლია), კომპზიტორი იოსებ ბარდანაშვილი (ისრაელი/საქართველო) და სხვ.

ფესტივალის მთავარი პარტნიორები არიან საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაც- ვის სამინისტრო, ქ. ბათუმის მერია და ქ. თბილისის მერია.

ფესტივალის ორგანიზატორია კომპანია „არტ ალიანსი“.

კომენტარები

კომენტარი