არტ მენეჯმენტი საშემსრულებლო ხელოვნება

ნათია მეგრელიძე (N-ice) განათლების საერთაშორისო ცენტრის სტიპენდიატი გახდა და სწავლას მილანში გააგრძელებს

განათლების საერთაშორისო ცენტრის ერთ–ერთი სტიპენდიატი ნათია მეგრელიძე, იგივე N-ice-ი გახდა.

ნათია 2018 წლის სექტემბერში მილანში საერთაშორისო სახელოვნებო აკადემიური პროგრამის ფარგლებში მაგისტრატურაზე არტმენეჯმენტის მიმართულებით 2 წელი ისწავლის.

“პირველ რიგში, ძალიან დიდი მადლობა მინდა გადავუხადო განათლების საერთაშორისო ცენტრს, არამხოლოდ ჩემს შემთხვევაში, არამედ, ზოგადად, იმის გამო, რომ დგას ქვეყნის სამსახურში, ეხმარება სახელმწიფოს ინტერესებსა და მონდომებულ სტუდენტებს როგორც ცოდნის გაღრმავებაში, ისე მის რეალიზაციაში. ეს მათი ლოზუნგიდანაც კარგად ჩანს: „მოახმარე შენო ცოდნა სახელმწიფოს.” – ამბობს ნათია “არტნიუსთან” საუბრისას.

– რა არის შენი სწავლის მიანი?

ჩემთის ძალიან მნიშვნელოვანი იყო ის, რომ ერთ–ერთი გამარჯვებული გავხდი. მიხარია, რომ მათ რიგში ვარ, ვისაც სახელმწიფო ენდობა, შესაბამისად, როგორც კი სწავლას დავამთავრებ და საქართველოში დავბრუნდები, ჩემი პირველი მიზანიი იქნება ის, რომ აბსოლუტურად გამოვიყენო ჩემო ცოდნა.

რატომ არტმენეჯმენტი?

ზოგადად, ძალიან აკლია ჩვენს ქვეყანას მენეჯმენტი, პროდუქტის შეფუთვა, პიარი და ა.შ. მინდა, რომ ხელოვნების მიმართულებით ეს სფერო განვავითარო, რათა ისევ და ისევ საერთაშორისო ასპარეზზე გავიტანო ჩვენი ქვეყნის სახელი. ვფიქრობ, რომ ჩვენი ქვეყანა ისტორიით, კულტურითა და ხელოვნებით ძალიან საინტერესო და მნიშველოვანია, რომლის შესახებაც ყველამ უნდა იცოდეს.

– რა კრიტერიუმით აარჩიე უნივერსიტეტი?

მილანის უნივერსიტეტი იმიტომ გადავწყვიტე, რომ მაინტერესებს იტალია. ხელოვნების მხრივ რომ ვთქვათ, იტალია რენესანსისა და აღორძინების  მთავარი საფუძველია. კონკრეტულად კათოლიკის უნივერსიტეტი კი ერთ–ერთი პრესტიჟული და უდიდესო კერძო უნივერსიტეტია ევროპაში თავისი მონასტრებით, კამპუსებითა და უამრავი დაწესებულებით. გარდა იმისა, რომ მათმა პროგრამამ ჩემი მოწონება დაიმსახურა, ძალიან მოვიხიბლე იქაური პირობებით, გარემოებით და ა.შ.

–რა პროცედურები დაგრჩა გასავლელი წასვალმდე?

– უნდა ითქვას, რომ თავიდანვე დავიწყე ამისთვის მზადება. მაშინაც კი, როდესაც არ ვიცოდი განათლების საერთაშორისო ცენტრის პასუხი. ძალიან მნიშვნელოვანია ჩემთვის, რომ ბოლომდე ორგანიზებული ვიყო, რადგან თუ დადებითი პასუხი მომივიდოდა, უკვე მზად ვყოფილიყავი, შესაბამისად, ყველაფერი მზად მაქვს. დამრჩა მხოლოდ რამდენიმე უმნიშვნელო დეტალი.

– როგორ ფიქრობ, რატომ გამოგარჩიეს სხვა კონკურსანტებისგან?

დავიწყებ იმით, რომ ყველა ადამიანი ინდივიდია, რაც გულისხმობს, რომ თითოეული მათგანი უნიკალურია. ჩემს შემთხვევაში, რა თქმა უნდა, იდეალური არ ვარ, მაგრამ მაინც მგონია, რომ მაქვს ისეთი თვისებები, რომელთა გამოც შეიძლება კონკრეტულად ჩემი არჩევა. მაგალითად, გუნდური მუშაობის უნარი, შრომისმოყვარეობა, მონდომებულობა, კრეატიულობა და მიზანსწრაფულობა. ვფიქრობ, რომ მაქსიმალურად კარგად წარმოვაჩინე ჩემი თავი გასაუბრების ეტაპზე. მჯეროდა საკუთარი წარმატების, მჯეროდა განათლების საერთაშორისო ცენტრის  და მართალიც აღვმოჩნდი, რადგანაც ნდობა გამომიცხადეს.

ვრცლად განათლების საერთაშორისო ცენტრის შესახებ

კომენტარები

კომენტარი