კულტურა

მთის საჩუქარი ბარს – “მზიურში” ხევსურული საღამო გაიმართება

26 ივნისს, 18:00 საათზე, ბავშვთა ქალაქ „მზიურში“  თეონა ქუმსიაშვილის სახელობის „ხევსურული საღამო – მთის საჩუქარი ბარს“ გაიმართება. ღონისძიებაში  მონაწილეობას მიიღებენ  მთის რეგიონში მცხოვრები პოეტები, მომღერლები, მოცეკვავეები და ფოლკლორისტები.

„ხევსურული საღამო – მთის საჩუქარი ბარს“ – 2007 წლიდან, ყოველწლიურად,  26 ივნისს ტარდება. ღონისძიებას ტრადიციულად ბავშვთა ქალაქი „მზიური“ მასპინძლობს.   საღამოში,  ხევსური მომღერლების, პოეტების, სახალხო მთქმელებისა და მოცეკვავეების გარდა,  საქართველოს  ყველა მაღალმთიანი კუთხის წარმომადგენლები  მონაწილეობენ.

ღონისძიების მიძანია მთის კულტურის პოპულარიზაცია და მთაში ტურიზმის განვითარება. საღამოს დევიზია – „თუ თბილისელები და დედაქალაქის სტუმრები ვერ მიდიან მთაში, მთა თავად მოდის მათთან!“. ხევსურულ საღამოზე დასწრება უფასოა.

კომენტარები

კომენტარი