საშემსრულებლო ხელოვნება

“ღამის სერენადებთან“ დაკავშირებით პრესკონფერენცია გაიმართება

3 ივლის, 14:00 საათზე თბილისის სახელმწიფოკონსერვატორიაში, ( ალექსანდრე გრიბოედოვისქუჩა 8/10 ) X საერთაშორისო ესტივალღამის სერენადებთან“ დაკავშირებით პრესკონფერენცია გაიმართება.

საერთაშორისო ფესტივალი  „ღამის სერენადებიცნობილი ქართველი მევიოლინესა და დირიჟორის ლიანა ისაკაძის ინიციატივით დაარსდა. 2018 წელს, საიუბილეო ფესტივალი, 27, 28 და 29 აგვისტოს . ბათუმში სასტუმროშერატონ ბათუმისსაკონცერტო დარბაზში გაიმართება, ხოლო 2  და 4 სექტემბერს საფესტივალო საღამოები თბილისში გადმოინაცვლებს და თბილისის . სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის დიდ დარბაზში ჩატარდება.

წლევანდელი საიუბილეო ფესტივალის საკონცერტო საღამოებზე მსოფლიო კლასიკის შედევრებს შეასრულებენ ისეთი ცნობილი მუსიკოსები, როგორებიც არიან პიანისტი ალექსანდრე კორსანტია (აშშ), დირიჟორი ვახტანგ მაჭავარიანი (საქართველო/ბელგია), მევიოლინე გია იაშვილი (საქართველო/ავსტრია), მევიოლინე გეზა ჰოსზუ ლეგოცკი (უნგრეთი/აშშ), გიტარისტი   სოფია ბაროს (იტალია), ბანდონეონისტი მარიოსტეფანო პიეტროდარჩი (იტალია), კომპზიტორი იოსებ ბარდანაშვილი (ისრაელი/საქართველო) დასხვ.

ფესტივალის მთავარი პარტნიორები არიან საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო, . ბათუმის მერია და . თბილისის მერია.

კომენტარები

კომენტარი