ლიტერატურა

პროექტი “ქალაქი ბიბლიოთეკა” გალაკტიონის საღამოთი გრძელდება

ელექტრონული წიგნების სახლ “საბას” და “არტარეას”  ერთობლივი ახალი პროექტი გრძელბა.  პროექტ  ”ქალაქი ბიბლიოთეკას”  ფარგლებში გალაკტიონის საღამო გაიმართება.

ორგანიზატორების განცხადებით,   24 ივნისს 16:00  საათზე გალაკტიონის ხიდზე მისულ სტუმრებს რატი ამაღლობელი და ვახტანგ ჯავახაძე – მოუყვებიან ამბებს, რომლებიც ჯერ არ სმენიათ.

“განხილული იქნება მე-19 და მე-20 საუკუნეების მიჯნაზე თბილისისა და ქუთაისის კლასიკური გიმნაზიების როლი ქართულ ლიტერატურაში;  საქართველოს დამოუკიდებლობის 3 წელი და მე-20 საუკუნის ქართული კულტურა; გალაკტიონის პოეზია გასაბჭოებამდე და მის შემდეგ”,- აცხადებენ ღონისძიების ორგანიზატორები.

პროექტი სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამინისტროს მხარდაჭერით ხორციელდება.

კომენტარები

კომენტარი