კულტურა საშემსრულებლო ხელოვნება

მოქალაქეები რევაზ ლაღიძის ძეგლის დადგმას მოითხოვენ

მოქალაქეები რევაზ ლაღიძის ძეგლის დადგმას მოითხოვენ. ამ საკითხის შესახებ მათ ინტერნეტმანიფესტი მოამზადეს, რომლის ადრესატიც თბილისის საკრებულო, თბილისის მერია, კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროა.

“ამ ბოლო დროს ქ. თბილისში გახშირდა ცნობილი ადამიანების საპატივცემულოდ ძეგლების დადგმა, რაც ძალიან მისასალმებელია, მაგრამ სამწუხაროდ ცნობილი კომპოზიტორის, თბილისის ჰიმნის ავტორის ძეგლის დადგმა დღემდე “ვერ” მოხერხდა..
მოვითხოვოთ ქ. თბილისში, ამ დიდი ადამიანის და მოქალაქის, კომპოზიტორ რევაზ ლაღიძის ძეგლის დადგმა მისთვის შესაფერის ადგილზე!” – წერია მანიფესტში.

შეგახსენებთ, რომ რევაზ ლაღიძე ქართველი კომპოზიტორი და სსრ სახალხო არტისტია.

 

კომენტარები

კომენტარი