შემოქმედებითი ინდუსტრიები

“MISA”- მუსიკის საერთაშორისო საზაფხულო აკადემია

საქართველოს ახალგაზრდა მუსიკოსთა საერთაშორისო ასოციაცია“, პროექტის„ მუსიკის საერთაშორისო საზაფხულო აკადემია MISA არგლებშიახალგაზრდული ორკესტრის საზაფხულო კონცერტების სერიას იწყებს. სიმფონიური ორკესტრი კონცერტებს საქართველოს მასშტაბით, რამდენიმე ქალაქში გამართავსმათ შორის: თბილისში, ქუთაისში, თელავში, გორში, ბათუმსა და წყალტუბოში.

ორკესტრი დაკომპლექტებულია საქართველოს სხვადასხვა ქალაქში ჩატარებული მოსმენების შედეგად.
MISA-ახალგაზრდულმა სიმფონიურმა ორკესტრმა, პირველი კონცერტები თბილისში, ქუთაისში, რუსთავსა და ბათუმში იანვრის თვეში გამართა.
ორკესტრის წევრების ასაკობრივიზღვარი 14დან 28წლამდეა.

პროგრამა:

2 ივლისს, MISA 2018 გახსნითი ღონისძიება თბილისში, STEINWEI & SONS დარბაზგაიმართება.დაუკრავენ სოლისტები სოლისტები: ილია ლომთათიძე, საბა მიქელაძე, დავით წივწივაძე, ნინო ტყეშელაშვილი, ლუკა თოთაძე, სანდრო შუბითიძე.
6 ივლისი წყალტუბო OPEN AIR-ღია ცის ქვეშ;
10 ივლისი გორის მუსიკალური სასწავლებელი;
16 ივლისი თელავი ი.სულხანიშვილის სახელობის კოლეჯი;
24 ივლისი- ქუთაისის მელიტონ ბალანჩივაძის სახელობის ოპერისა და ბალეტის თეატრი;
27 28 ივლის ბათუმის ძველი ბულვარOPEN AIR;
29ივლისიდასკვნითი კონცერტიბათუმის სახელმწიფო მუსიკალურ ცენტრში;

ზაფხულის საერთაშორისო აკადემიის 2018 წლის სეზონს, აკადემიის კონკურსი დაასრულებს, რომელიც ტრადიციულად ბათუმში ჩატარდება. კონკურსში ქართველ ახალგაზრდებთან ერთად უცხოეთიდან ჩამოსული  მუსიკოსები მონაწილეობენ.

აკადემიის მოწვევით ბათუმს, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან წარმატებულიმუსიკოსები ეწვევიან.

ჩატარდება მასტერკლასები და ვორკშოპები.

მასტერკლასებს ჩაატარებენ: თამაზ ბათიაშვილი (ვიოლინო), ნანა იაშვილი (ვიოლინო), შორენა ცინცაბაძე (ფორტეპიანო), მ.ამარა (კამერული ანსამბლი); ჟ.პ შმიდტი (სადირიჟორო მასტერკლასი) ჟ. ოვიედო (საქსაფონის მასტერკლასი); ი.ბარდანაშვილი (კომპოზიციის მასტერკლასი).

მუსიკის საერთაშორისო საზაფხულოაკადემიისპროექტი, საგანმანათლებლოდა კულტურული აქტივობებისსაშუალებით ქართველ ახალგაზრდებშიკლასიკური მუსიკის პოპულარიზაციასემსახურება. MISA- მიზანია გაზარდოსკლასიკური მუსიკის ცნობადობა, დაეხმაროს ახალგაზრდებს საერთაშორისო ორგანიზაციებთან კომუნიკაციასა დაპროფესიულ განვითარებაში.

MISA-ს აკადემიის სოლისტები, „მუსიკის საერთაშორისო საზაფხულო აკადემიის“ ხელშეწყობით  წარმატებით თანამშრომლობენ, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის მუსიკალურ ფესტივალებთან და კონკურსებთან.

მუსიკის საერთაშორისო საზაფხულოაკადემია“ – MISA დაარსდა 2015 წლის მაისშიდა მასში სხვადასხვა ქვეყნიდან მოწვეულიცნობილი მუსიკოსები იღებდნენმონაწილეობას.

საკონტაქტო ინფორმაცია:

თათია კუჭუხიძე- მედია კოორდინატორი

კომენტარები

კომენტარი