კულტურა

ერთიანი ეროვნული გამოცდები მომავალ წელს გაზაფხულზე შეიძლება ჩატარდეს

2019 წელს ერთიანი ეროვნული გამოცდები შესაძლოა გაზაფხულზე ჩატარდეს.

ამ მხრივ მუშაობა უკვე დაწყებულია, – ამის შესახებ განათლების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა ისაუბრა.

„ჩემი მოსაზრებით, გამოცდები ივლისში არ უნდა ტარდებოდეს. ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩატარება შესაძლებელია გაზაფხულის პერიოდში. ჩვენ ვმუშაობთ აღნიშნულ კონცეფციაზე და მომავალ წელს უკვე შესაძლებელია, რომ უკვე გაზაფხულზე ჩავატაროთ ერთიანი ეროვნული გამოცდები. აღნიშნული პრაქტიკა ევროპის არაერთ ქვეყანაშია, მათ შორის ამერიკაშიც ტარდება სემესტრებს შორის გამოცდები. ჩვენთან როგორ ჩატარდება გაზაფხულზე, ამაზე ვმუშაობთ და არსებობს რამდენიმე ვარიანტი“, – განაცხადა მიხეილ ჩხენკელმა.

შეგახსენებთ, რომ ცხელმა ტემპერატურამ  რამდენიმე დღით გამოცდების გადავადება გამოიწვია.

განათლების მინისტრის მოადგილის, თეიმურაზ მურღულიას განცხადებით, 2 ივლისიდან ყველა საგამოცდო ცენტრში მობილური კონდიციონერების შეტანა იგეგმება. საუბარია 22 ცენტრის 800 საგამოცდო ოთახზე.

მურღულიას განმარტებით, კონდიციონერებს პირდაპირი შესყიდვის წესით შეიძენენ. უკვე ცნობილია, რომ მოსალოდნელი მაღალი ტემპერატურის გამო 5 ივლისის ჩათვლით ერთიანი ეროვნული გამოცდები დილით ჩატარდება. ყველა აბიტურიენტს გამოცდების დროს დაზუსტება ეროვნული ცენტრის ვებგვერდზე უნდა დააზუსტოს.

კომენტარები

კომენტარი