კულტურა

ფესტივალი ART-გენი 10 ივლისს აიღებს სტარტს

ქართული ფოლკლორისა და შემოქმედების ფესტივალი ART-გენი 2017,  10 ივლისს აიღებს სტარტს. ღონისძიება წელსაც არაერთ რეგიონს მოიცავს და მრავალფეროვან შემოქმედებით პროგრამას წარადგენს.

როგორც ორგანიზატორები აცხადებენ, ART-გენი 2017,  10 ივლისს  სურამიდან, ბაიანთხევის ტყეპაკრიდან დაიწყება და თითქმის მთელ საქართველოს მოიცავს. აღსანიშნავია,  რომ რეგიონებში, ფესტივალის ფარგლებში გამართულ ღონისძიებებზე დასწრება უფასოა.

თბილისში, ART-გენი 2017,   ეთნოგრაფიულ  მუზეუმში  17 ივლისიდან გაიმართება. აქ სტუმრებს საშუალება ექნებათ იხილონ და მოისმინონ სხვადასხვა ქართველი ხელოვანების შემოქმედება. თბილისის პროგრამაში იქნებიან:  „სუხიშვილები“, ნინო ქათამაძე, „ფრანი“, რობი კუხიანძე და “OUTSIDER”, “რეგიონი“, ნიაზ დიასამიძე და 33ა, და სხვა.

ART-გენი 2017-ის ორგანიზატორები სტუმრებს დაუვიწყარ ემოციებსა და შთაბეჭდილებებს  ჰპირდებიან.
თბილისში,  ღონისძიებაზე მისვლის მსურველებს ბილეთების შეძენა ვებგვერდზე  – tkt.ge შეუძლიათ.

კომენტარები

კომენტარი