ბლოგი კულტურა

ევრონიუსი ძველ თბილისზე: “ხიდი ანტიკურ ხანასა და თანამედროვეობას შორის” (ვიდეო)

“საქართველოს დედაქალაქ თბილისში ანტიკური და თანამედროვე სამყარო სულ რამდენიმე მეტრითაა დაშორებული ერთმანეთისგან. ქალაქის ცენტრში სეირნობა არის ლამაზი და კონტრასტული აღმოჩენების გამოცდილება – ქალაქში, რომელიც ყოველთვის ევროპისა და აზიის გზაგასაყარზე იდგა” – წერს ევრონიუსი.

“კოაბიტაცია ისტორიასა და თანამედროვეობას შორის საუკეთესოდაა ილუსტრირებული მშვიდობის ხიდით, რომელიც აკავშირებს ქალაქის თანამედროვე და ანტიკურ მხარეს”.

ევრონიუსის ჟურნალისტი, კლაუდიო როზმინო საკუთარ თვითერზე ძველი თბილისის ფოტოებს აქვეყნებს ტექსტით: “ამავდროულად, თბილისი თანამედროვე ქალაქია. სასიამოვნო იქნებოდა აქ გადაგვეღო ჩვენი საფოსტო ბარათების სერიები”.

კომენტარები

კომენტარი