საშემსრულებლო ხელოვნება

ეჭვმიტანილები და ახალი დეტალები ირაკლი ნოზაძის საქმეში

“ქუჩის ბიჭების” წევრის, ირაკლი ნოზაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა. მას, ექიმის თქმით, ცივი იარაღით მიყენებული ჭრილობა გულმკერდის მარჯვენა ნახევარში აღენიშნებოდა, ასევე, დაზიანებული ჰქონდა ერთ-ერთი მაგისტრალური სისხლძარღვი, რის შედეგადაც დაკარგა დიდი რაოდენობით სისხლი.

ირაკლი ნოზაძის საქმეზე ამ დრომდე მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები. არსებობენ ეჭვმიტანილები, თუმცა შსს მათი დაკავების შესახებ ინფორმაციას ჯერ არ ადასტურებს.

გავრცელებული ინფორმაციით, ერთ-ერთი დამნაშავე, სავარაუდოდ, თამთა ჯანჯღავაა.

სამართალმდაცველებმა შემთხვევის ადგილიდან ირაკლი ნოზაძის საკუთრებაში არსებული მანქანა გადაიყვანეს, რომელშიც სავარაუდოდ სისხლის კვალი იქნება.

ასევე, “ქუჩის ბიჭების” სხვა წევრების თქმით, მათ აქვთ ინფორმაცია, რომ ავტომობილში გოგონებთან ერთად მამაკაციც იმყოფებოდა.

კომენტარები

კომენტარი