საშემსრულებლო ხელოვნება

დაკარგული ზღაპარი ათას ერთი ღამიდან – თანამედროვე ბალეტის დასი „გურჯი-ხათუნის“ პრემიერას გამართავს

4 ივლისს, რუსთაველის თეატრის დიდ სცენაზე გიორგი ალექსიძის სახელობის „თბილისის თანამედროვე ბალეტის“ დასი „გურჯი-ხათუნის“ პრემიერას გამართავს.

„გურჯი-ხათუნი“ იოსებ ბარდანაშვილის მუსიკაზე, ანა კალატოზიშვილის მხატვრული გაფორმებით, 2013 წელს დაიდგა. ამჯერად კი მას თბილისის ახლადშექმნილი თანამედროვე ბალეტის დასი ახალი რედაქციით წარმოადგენს.

ქორეოგრაფმა მარიამ ალექსიძემ თანამედროვე ბალეტის ენაზე ისტორიული გმირები აამოძრავა. მწერალი დათო ტურაშვილი მე-13 საუკუნის თინეიჯერის კვალს მიჰყვა, მზეთუნახავი პრინცესას, რომელიც საგარეო პოლიტიკას მსხვერპლად შესწირეს და სელჯუკეთის პრინცს მიათხოვეს და თავის ორმანამდე 7 საუკუნე უკან გაიარა.

გურჯი-ხათუნის პარტიას კვლავ, ახლა უკვე დასის წამყვანი სოლისტი, ნათია ბუნტური შეასრულებს.

კომენტარები

კომენტარი