ვიზუალური ხელოვნება კულტურა

ვიკიპედიას ფოტოკონკურსი – “ვიკის უყვარს დედამიწა” – საქართველოში მეორედ ტარდება

შავი კლდეების ტბა, ლაგოდეხი.

ვიკის უყვარს დედამიწა (ინგლ. Wiki Loves Earth) ყოველწლიური საერთაშორისო ფოტოგრაფიული კონკურსია, რომლის მონაწილეები იღებენ ადგილობივი დაცული ტერიტორიების ფოტოებს და ვიკისაწყობში ათავსებენ. პროექტის მიზანია ხაზი გაუსვას ამა თუ იმ ქვეყნის ბუნებრივ სიმდიდრეს და შეიქმნას ფოტოები, რომელთა გამოყენება ვიკიპედიაში და მის გარეთაც თავისუფალი ლიცენზიით მოხდება.

2017 წელს, „Wikimedia Community User Group Georgia-ს“ ორგანიზებით პროექტის დებიუტანტი საქართველოც გახდა. წელს კი კონკურსი მეორედ ტარდება.

მონაწილეობისთვის მთავარია ფოტო თქვენ მიერ იყოს გადაღებული, ატვირთული იყოს ვიკიმედიას საერთო სისტემაში და, რაც მთავარია, უნდა ასახავდეს დადგენილ ბუნებრივ ძეგლს.

კონკურსი 1 ივნისს დაიწყო და მსურველებს ფოტოების ატვირთვა 30 ივნისამდე შეეძლებათ.

დაჯილდოვდება სამი საუკეთესო ფოტოს ავტორი, რომლებიც ფულად პრემიას მიიღებენ.  

ძეგლების სია შეგიძლია იხილოთ აქ.

კომენტარები

კომენტარი