კულტურა

შსს–მ მწერალ ზურა აბაშიძეზე ძალადობის საქმე გამოიძია

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ზურაბ აბაშიძის მიმართ დისკრიმინაციის მოტივით განხორციელებული ძალადობის ფაქტი გახსნილია.

“შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, ზურაბ აბაშიძის მიმართ, დისკრიმინაციის ნიშნით ძალადობის ფაქტზე 1998 წელს დაბადებული გ.ქ. გამოავლინეს. გამოძიებამ დაადგინა,რომ გ.ქ.-მ მიმდინარე წლის 22 ივნისს, თბილისში, 26 მაისის მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე, 1995 წელს დაბადებულ ზურაბ აბაშიძეს დისკრიმინაციის ნიშნით სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.” – წერია შსს-ს განცხადებაში.

უწყების ინფორმაციითვე, გ.ქ.-ს ბრალი 126-ე მუხლით უკვე წარედგინა. გამოძიება დისკრიმინაციის ნიშნით ძალადობის ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით მიმდინარეობს.

შეგახსენებთ, რომ მწერალ ზურა აბაშიძეს რამდენიმე დღის წინ ჰომოფობიურ ნიადაგზე სცემეს, – ამის შესახებ მან თავად გაავრცელა ინფორმაცია. დაპირისპირების შემდეგ, მან პოლიციას მიმართა, თუმცა პოლიციის თანამშრომლები გულგრილობაში დაადანაშაულა, რომლის შესახებაც გენისპექციამ გამოძიება. დაიწყო.

კომენტარები

კომენტარი