არტ მენეჯმენტი საშემსრულებლო ხელოვნება

ხვალ, 26 ივნისს, მუსიკალური პროექტის “ოქროს ტალღა 2018–ის” დაჯილდოების ცერემონიალი გაიმართება

26 ივნისს, თბილისის დიდ საკონცერტო დარბაზში წლის გრანდიოზული მუსიკალური პროექტის – “ოქროს ტალღა 2018“-ის დაჯილდოების ცერემონიალი გაიმართება. რადიო ჰოლდინგი „ფორტუნა“ მელომანებს ღონისძიებაზე საღამოს 20 საათზე ელოდება, სადაც შოუ ბიზნესის წარმომადგენლები და ცნობილი სახეები წითელ ხალიჩაზე გაივლიან, ხოლო მუსიკალური საღამო 21 საათზე დაიწყება, სადაც ცნობილი გახდება კომპეტენტური ჟიური და ნომინაციებში გამარჯვებულთა ვინაობა.

წლის მთავარ დაჯილდოების ცერემონიალს წელს მუსიკალურად ნიკოლოზ რაჭველი გააფორმებს. სპეციალურად „ოქოს ტალღისთვის“ კი, საქართველოში ორგზის „გრემის“ მფლობელი ლიზა ფიშერი ჩამოდის.

„ოქროს ტალღა“ წელს იუბილარია. რადიო ჰოლდინგმა „ფორტუნამ“ პროექტი ზუსტად 5 წლის წინ დააფუძნა.

კონკურსის ერთ-ერთი გადამწყვეტი კრიტერიუმია სიმღერის პრემიერა, რომელიც რადიო ჰოლდინგის ოთხი რადიოდან ერთ-ერთში („ფორტუნა“, „ფორტუნა პლუსი“, „არ დაიდარდო“ და „ავტორადიოს“) უნდა იყოს წარმოდგენილი. ნომინაციაში „ხალხის რჩეულის“ გამარჯვებულის გამოვლენისთვის ხმის მიცემა შესაძლებელია სპეციალურ ვებ გვერდზე www.goldenwave.ge 24 ივნისის ღამის 00:00 საათამდე. სიმღერისთვის ხმის მიცემა 24 საათის განმავლობაში ერთი ID-დან ხდება ერთხელ.

15 მუსიკალურ ნომინაციაში გამარჯვებულები კომპეტენტური ჟიურის მოსაზრებების გათვალისწინებით დასახელდებიან. მათ გადაეცემათ „ოქროს ტალღის“ სიმბოლო, „წლის სიმღერის“ ნომინაციაში გამარჯვებული კი, მიიღებს განსაკუთრებულ პრიზს.

პროექტის მიმდინარეობის შესახებ დაწვრილებით რადიო ჰოლდინგის ოთხი რადიოსადგურის ეთერიდან ყოველდღიურად შეიტყობთ.

კომენტარები

კომენტარი